RSS
ამ გზით სიარული აფხაზებისთვის მიმზიდველს ვერ გაგვხდის
29.06.2014 17:48

ბატონო ლევან, 25 ივნისს დაიწყო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა, ვინ მოიაზრება პრეზიდენტობის რეალურ პრედენდენტად?

პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ოპგანიზაციების საკორდინაციო საბჭოს მიერ წარდგენილია და პოლიტიკურმა პარტიამ „აურაამ“ თავის ყრილობაზე უკვე ოფიციალურად დაასახელა პრეზიდენტობის და მისი მოადგილის კანდიდატურები - რაულ ხაჯიმბა და ვიტალი გაბნია. ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ პრემიერ-მინისტრად მოიაზრება ბიზნესმენი ბესლან ბუტბა, რომელმაც მართალია თავისი არც თუ მცირე კაპიტალი რუსეთში დააგროვა, მაგრამ რადგან ფულის კეთება იცის, იმედი აქვთ აფხაზებსაც ასწავლის თუ როგორ გამოიმუშაონ ფული.

აფხაზეთში იმაზეც აქტიურად საუბრობენ, რომ ანქვაბი გულხელდაკრეფილი არ ზის და ისიც ამზადებს კანდიდატებს თავისი გარემოცვიდან. ასეთებად განიხილებიან თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ასლან ბჟანია. თავისი კანდიდატურის წამოყენებას ფიქრობს ლეონიდ ძიაბშიპაც, გაერთიანებული საზოგადოებრივი კავშირის თავმჟდომარე და ბაღაფშის მთავრობის ყოფილი შსს-ს მინისტრი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებად ასევე დაარეგისტრირა ყოფილი ვიცე პრემიერი ბესლან ეშბა და ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე, ყოფილი სამხედრო კომისარი გენერალი ვახტანგ ცუგბა. საგულისხმოა, რომ რეგისტრაციის გავლაში ეშბასთვის ჯერ-ჯერობით ხელი არ შეუშლია აფხაზური ენის არცოდნას, როგორც ეს თავის დროზე ანქვაბის შემთხვევაში მოხდა. პოლიტიკაში ეშბა ეკონომიკიდან მოვიდა და ფართო წრეებისთვის, როგორც პოლიტიკოსი ახალია. რა გავლანას მოახდენს ელექტორატზე ანქვაბის ხელისუფლებაში ეშბას მნიშვნელოვანი თანამდებობა, ამას წინასაარჩევნო ბატალიები აჩვენებს, რომლის დროსაც არც მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორება გამოირიცხება. ჯერ ერთი, აფხაზური ენა მან ანქვაბის დონეზეც არ იცის, რაც, როგორც ცნობილია ანქვაბისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა. მეორეც, ავი ენები, აფხაზეთში 2012 წლის თებერვალში ანქვაბზე განხორციელებული ტეარქტის ფინანსურ უზრუნველყოფას ბესლან ეშბას სახელს უკავშირებდნენ.

ასე, რომ რადგან წინა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩრდილში მყოფი სერგეი შამბა მხარს რაულ ხაჯიმბას უჭერს, არც ის არის გამორიცხული, რომ თუ აუცილებლობამ მოითხოვა შავ პიარში დახელოვნებულმა, ბესლან ეშბას წინააღმდეგ ისევ ბრძოლის აკრძალულ ხერხს მიმართოს, როგორიც მან წინასაპრეზიდენტო არჩევნების დროს ანქვაბის წინააღმდეგ გამოიყენა.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომე ეშბას გარდა ყველა კანდიდატი გენერალია, უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის საზოგადოება შექმნილი ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური და კრიმინოგენური მდგომარეობიდან ხსნას ისევ ძალაში ეძებს, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ წესრიგის და კანონიერებისადმი ნოსტალგია არ უნელდებათ.


თქვენ მაინც ვის ანიჭებთ უპირატესობას?

მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ დღეისათვის ხაჯიმბა უალტერნატივოა, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გალის მოსახლეობა არჩევნების პროცესს სავარაუდოდ გამოეთიშება.

-საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მიზეზი, რომელსაც ანქვაბის გადაყენება მოყვა,, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემა იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში გალის მოსახლეობის ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გალელები კი უპირატესობას იმ აფხაზ ლიდერს ანიჭებდნენ, რომელიც ლოიალურად იყო განწყობილი ქართველების მიმართ, უფრო სწორად, გალელ ქართველებში მხოლოდ მუშა ხელს და აფხაზების მომსახურეებს არ ხედავდნენ. ხაჯიმბას და მის მომხრეებს არძინბას დროინდელი ვითარების შემობრუნება სურთ და ქართველების სახით ხელოვნურად შეკოწიწებული „მტრის ხატი“, რომელიც ხელში ადნებათ, უნდათ ისევ აქტუალური გახადონ. პასპორტების ჩამორთმევით, გარდა იმისა, რომ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმევათ, სეპარატისტები ამგვარი ფანდით იმ მარადიული შიშის დაძლევასაც ფიქრობენ, რაც მუდამ აღელვებთ, ეს კი , როგორც ცნობილია, დემოგრაფიული შიშია. აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა, ამჟამად, ძველი და ახალი გალის რაიონების ხარჯზე, აფხაზების რაოდენობას თითქმის გაუტოლდა. გალის რაიონის სოფლის მოსახლეობა კი მატერიალურად ყველაზე შეძლებულია აფხაზეთში. ამიტომ არ არის გამორიცხული და ასეც იქნება, რომ სეპარატისტები შიშობენ მათთვის აფხაზური პასპორტების დატოვებით, იმავდროულად აფხაზეთის ნებისმიერ კუთხეში უძრავი ქონების შეძენის უფლებასაც უტოვებენ, რაც მომავალში დემოგრაფიულ ვითარებას ისევ აფხაზებისთვის საზიანოდ შემოაბრუნებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, თუ როგორი ასატანი გახდება ასეთი კატეგორიებით მოაზროვნე გონებადახშული სეპარატისტებისთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველები, მათივე ხელშეწყობით გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში მასიურად დაიწყებენ უძრავი ქონების შეძენას.

- ბევრი პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და მიიჩნივენ, რომ მთავრობა სათანადოდ არ რეაგირებს აფხაზეთის მოვლენებზე. თქვენ როგორ შეაფასებთ მთავრობის დამოკიდებულებას?

- რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, პროტესტი გამოთქვას იმის გამო, რატომ ართმევთ გალის მოსახლეობას პასპორტსო? რადგან ამ პასპორტს უკანონოდ მივიჩნევთ, შესაბამისად, მისი გაცემაც და წართმევაც უკანონოა. ჩვენ ვერ გამოვთქვამთ პროტესტს იმის გათვალისწინებით, რომ პასპორტი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ატრიბუტია და გამოვა, რომ რაღაც ასპექტში მაინც ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე ქართული მხარე ამ საქმეში ვერ ჩაერევა.

ჩვენ სჯობს ისეთ საკითხებს მივხედოთ, რომლებიც გარდა იმისა, რომ დამღუპველია სრულიად საქართველოსთვის, აფხაზებისთვისაც მიუღებელია. ამიტომ სანამ იმის ფიქრს დავიწყებდეთ, თუ როგორ გავხადოთ საქართველო აფხაზებისთვის მიმზიდველი, იმას ნუ გავაკეთებთ, რომ აფხაზებს ჩვენკენ გამოხედვაც კი შეზიზღდეთ.

რას ვაკეთებთ ისეთს, კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, იქნებ გაგვიშალოთ?

ზემოთ ვახსენე აფხაზების მარადიული დემოგრაფიული შიში. მათი მონათესავი ქართველების მიმართ ეს შიში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და აფხაზები ამ შიშს ვერ შორდებიან. ისინი არა მარტო ქართველების, აფხაზების გარდა,ყველა სხვა ეროვნების მიმართ არიან ამდაგვარად განწყობილი და ადეკვატური ზომებიც აქვთ მიღებული. მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, რომელსაც დიდი ალბათობით ბაღაფშის სიცოცხლე და ანქვაბის თანამდებობა შეეწირა, მოსკოვმა ვერაფრით ვერ მოახერხა აფხაზურ კონსტიტუციაში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვა დაეკანონებინა. ვერ ნახავთ აფხაზეთში ვერც ერთ აფხაზს, ვერც ერთ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აფხაზეთის მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვას დათანხმდება და მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ეხლა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, თუ ჩვენ ქართულ მიწას ისე მოვექცევით, როგორც ეს ეხლახან საკონსტიტუციო სასამარლომ გადაწყვიტა, ამით მიმზიდველი გავხდებით აფხაზებისთვის? ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი და, თუ ძალიან გინდათ ჯანდაბამდე გზა გქონიათო, შემოგვითვლიან.

ასე, რომ მე, როგორც უშიშროების გენერალი, რომელმაც ამ წოდებამდე ყველა საფეხური გავიარე და შესაბამისად ბევრი რამის მნახველი ვარ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემსავე სახელმწიფოში როდესმე მწვანე შუქი აენთებოდა ქვეყნის დაქცევისქენ მიმართულ ქმედებებს და ყველაფერს ამას ევროპისკენ და დემოკრატიულობისკენ ლტოლვით გაამართლებდნენ. ქართული საზოგადოება, ჩვენი განვითარების მიმართულებას ყოველთვის დასავლეთს უკავშირებდა და დღესაც არავინ კამათობს ამაზე. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ისეთ მანკიერებებს გავუღოთ კარები, რომლებსაც პროგრესული ძალები თვითონვე ებრძვიან დასავლეთში და ქართულ ეროვნულ ინტერესებსაც აზიანებს. მე პირადად ქართული ტრადიციების, ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფად მიმაჩნია, როდესაც ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება საჯაროდ გამოთქვან თავიანთი აზრი შექმნილ პრობლემებზე იმ დროს, როდესაც დემოკრატიოულობის ფასადით შენიღბული გაურკვეველი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საეჭვოდ მომრავლებული, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი გოგო-ბიჭები დღე და ღამ ტელევიზიებიდან ჭკუას გვარიგებენ, გვკარნახობენ რა როგორ გავაკეთოთ. ევროპაო, გაიძახიან და ჩინელებით, ინდოელებით, ირანელებით, ბურებით გაივსო საქართველო. თუ ასე გაგრძელდა აფხაზების დემოგრაფიული კატასტროფა მონაგონი იქნება ჩვენთან. თქვენ კი პატივცემულო არასამთავრობეობო (ბუნებრივია ყველას არ ეხება) საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე ისედაც არ იკლავთ თავს და დადექით მერე და მომრავლებული ათასი უცხო ჯიშის და ჯილაგის ადამინების უფლებები დაიცავით.

ბატონო ლევან, ძალიან მძიმე სურათი დახატეთ. იქნებ ორიოდესიტყვა პრემიების გამო ატეხილ აჟიოტაჟზეც თქვათ.

ეს ის შემთხვევაა, როცა, რაც კანონით აკრძალული არ არის, არც ყველაფერი შეიძლება დასაშვები იყოს. ხალხის მიერ დაქირავებულმა, მით უმეტეს, მაღალი რანგის ჩინოვნიკმა პირველ რიგში ის უნდა იცოდეს, რომ იმავე ხალხის მიერ გამომუშავებულ ფულს ხარჯავს და სირცხვილით უნდა დაიწვას, როდესაც ლუკმის დათვლას დაუწყებენ. ადამიანს თუ ამდენი არ ესმის, ვერავითარი რეგულაციები მას ვერ გამოასწორებს, იგი თანამდებობას უნდა მოშორდეს. დღეს პრემიები შეუზღუდე, ხვალ მივლინებების შეზღუდვა მოგიწევს, ზეგ სატელეფონო საუბრების და საწვავის ხარჯები დაურეგულირე, შემდეგ ტონობით ყავას სვავენო ვიძახოთ, მერე ის ვარკვიოთ მსახურობენ თუ არა მაღალი რანგის ჩინოვნიკების შვილები ჯარში ან საზღვარგარეთის რომელ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და ახალი არჩევნებიც მოგვადგება. შემდეგ კი კახური ანეკდოტისა არ იყოს, ყველაფერი ახლიდან დავივიწყოთ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე