RSS
მოსკოვი მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას და მის პოლიტიკას აფხაზეთში
13.12.2016 14:10
გაზეთი „რეზონანსი“

თუ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამწვავებას ამ დღეებში არ უნდა ველოდოთ, ეს თავს გაზაფხულისთვის იჩენს და შეიძლება ფართომასშტაბიან აქციებშიც გადაიზარდოს - ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფლმა მინისტრმა, გენერალმა ლევან კიკნაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უარყოფითი მუხტი აფაზეთში ხელისუფლების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიცია მოსკოვსაც დაუპირისპირდეს.

შეგახსენებეთ, რომ 2014 წელს რამდენიმედღიანი დაპირისპირება აფხაზეთში "პრეზიდენტ" ანქვაბის გადადგომით დასრულდა, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს.

ლევან კიკნაძე: უნდა ითქვას, რომ ხაჯიმბასა და ანქვაბს შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზურ ომამადე იღებს. ეს შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მე, როგორც იმ დროს იქ მყოფი, ამ ინფორმაციებს ვიღებდი. ბევრს ახსოვს კიდეც, თუ როგორ დაინიშნა ანქვაბი აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრად. როგორც ცნობილია, მაშინდელი მინისტრი გივი ლომინაძე ძალისმიერი მეთოდით გამოიყვანეს კაბინეტიდან და მის ადგილზე ანქვაბი დანიშნეს. იმ დროისთვის გარკვეულ წრეებში (განსაკუთრებით სეპარატისტულში) ანქვაბის ავტორიტეტის ზრდა შიშს იწვევდა და მისი პრინციპულობა და ობიექტურობა არც კრემლისთვის იყო მთლად მისაღები. ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ შეიარაღებულ კონფლიქტამდე ამ ძალებმა არძინბასა და ანქვაბის ურთიერთობებში ბზარის შეტანა მოახერხეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ ძალებში წამყვანი არა, მაგრამ გარკვეული "დამსახურება" ხაჯიმბასაც მიუძღვის.

თუ გავიხსენებთ, ანქვაბის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, თითქოს იარაღი ქართველებს ჩააბარაო, ჩვენი სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი არძინბას დაცვის უფროსის მიერ იყო აგორებული, რომელსაც მხარს იმ დროს ჯერ კიდევ ჩრდილში მყოფი რაულ ხაჯიმბა უჭერდა.

გვაქვს კიდევ სხვა ინფორმაცია (დაზუსტებით ვერ ვიტყვი), რომელიც არძიმბას ანქვაბის წინააღმდეგ მიაწოდეს. სხვათა შორის, ამ საქმეში ძალიან აქტიურად მოქმედებდა ხაჯიმბა, რომელმაც ეს ორი ერთმანეთს დააშორა და ანქვაბი შემდეგ მოსკოვში წავიდა. მართალია, იქიდან სეპარატისტულ ძელებს ეხმარებოდა და ომის შემდეგ მათ დახმარებას უწევდა, მაგრამ მას და არძინბას შორის ურთიერთობა მაინც არ გამოკეთდა. ამის შედეგი იყო ის, რომ ხაჯიმბა გახდა არძინბას ფავორიტი და მისი კარიერული სვლაც სწორედ აქედან იწყება. ანქვაბსა და ხაჯიმბას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა. ახლა თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორც გადააყენეს ანქვაბი და რა მეთოდებს მიმართა ხაჯიმბამ, დღევანდელი დაპირისპირებაც გასაგები ხდება.

- იმ ფონზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაბალი აქტივობის გამო ე.წ. რეფერენდუმი ჩაიშალა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების აქტივობა იქნება თუ არა იმდენად მაღალი, რომ ანქვაბმა სერიოზული პროცესები დაიწყოს?

- საქმე ისაა, რომ როდესაც სოჭის საზღვარზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, რომელსაც ბრალად აფხაზეთის და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება წაუყენეს, ეს გარკვეული სიგნალი იყო. ამით ოპოზიციას აჩვენეს, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ხაჯიმბას და მის პოლიტიკას აფხაზეთში. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება შემაკავებელი ფაქტორი იყოს ოპოზიციისთვის, მაგრამ იმის, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება და ოპოზიცია თავის მოქმედებებს შეწყეტს, არ მჯერა. შეიძლება ტალღა აგორდეს და თუ ამ დღეებში დიდ გამწვავებას არ უნდა ველოდოთ, თავს გაზაფხულისთვის იჩენს და შეიძლება ფართომასშტაბიან აქციებშიც გადაიზარდოს.

- სადამდე მივა დაპირისპირება?

- დღეს აფაზეთში ხელისუფლების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ეს მუხტი იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიცია მოსკოვსაც დაუპირისპირდეს.

- ამ ყველაფერზე როგორი იქნება მოსკოვის რეაგირება?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩვენ ხშირად ვხედავთ-ხოლმე, მოსკოვი ყოველთვის იყენებს ერთ მეთოდს - როცა უნდა, ეფერება, როცა უნდა, ძალიან მკაცრ ტონს იყენებს. მას აფხაზეთის წინააღმდეგ ისეთი ბერკეტები აქვს, ძალიან რთულია, ამას ვინმემ გაუძლოს. ვგულისხმობ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომელზეც აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად არის დამოკიდებული. ასე რომ, მოსკოვი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს იქ არსებული ვითარება და ის რეალობა მიიღოს, რაც თავად აწყობს.

- როგორ ფიქრობთ, რაულ ხაჯიმბა თავისი "საპრეზიდენტო" ვადის ამოწურვას შეძლებს?

- რაულ ხაჯიმბას საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე იმდენად ცოტა დრო დარჩა, რომ შეიძლება ოპოზიციამაც დიდად არ გაართულოს პროცესები და საპრეზიდენტო არჩევნებს მოუცადონ.

- და რა იქნება არჩევნებზე, საპრეზიდენტო კანდიდატად მოსკოვი ახალ სახეს წარადგენს?

- ალექსანდრე ანქვაბი თავის დროზევე მოსთხოვდა მოსკოვს და ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ საკუთარი პოზიცია შეენარჩუნებინა და არ გადაეყენებინათ. ასე რომ, თუ ანქვაბმა თავისი კანდიდატურა დააყენა, რა თქმა უნდა, მოსკოვი შეეწინააღმდეგება. შეიძლება ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტიც გამოიძებნოს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე