RSS
ნუ ეთამაშებით ცეცხლს, თავი გაანებეთ კანაფის კულტივაციაზე ფიქრს
08.11.2018 10:25
02 11.2018 ლევან კიკნაძე

რომ ჩამომწკრივდით და ხმაშეწყობილად გზავნილებზე და შეტყობინებებზე ალაპარაკდით, რა ისეთი გზავნილები იყო მოსახლეობისგან, რომელთა შესახებ არ იცოდით და თქვენამდე მოსვლისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი დამარცხება იყო აუცილებელი. დიახ, იმ პირობებში, როდესაც პარტია კონსტიტუციურ უმრავლეობას ფლობს და მართვის ყველა ბერკეტი მის ხელთაა, ამ არჩევნების შედეგები, დამარცხებად უნდა ჩაითვალოს. იმ მესიჯების ჩამოთვლა, რომლებიც მოსახლეობისგან მოდიოდა და რომლებსაც იგნორირებას უკეთებდით, შორს წაგვიყვანს და არც ვაპირებ. მე მხოლოდ რამოდენიმე მტკივნეულ საკითხზე მინდა მივიპყრო ყურადრება, რაც ასე აღელვებს მოსახლეობას. ქვეყანაში, სადაც სანაგვე ურნები შემოსავლის წყაროდ აქვთ გადაქცეული გამათხოვრებულ მოსახლებას, სოფლებში სახნავ-სათესი ღვთის ანაბრად აქვთ მიტოვებული და ლუკმა პურის საშოვნელად ელიავას ბარობაზე ათენებენ და აღამებენ, უმუშევართა მთელმა არმიამ არ იცის ოჯახი რით გამოკვებოს, ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ ამავე ხალხის მიერ არჩეულმა ჩინოვნიკებმა ცოტა მოკრძალებულად იცხოვროთ და დანაპირების შესრულებაზე მეტი იფიქროთ? ჩვეულებრივ მოხელეზე 10-15-ჯერ მეტი ხელფასები იმიტომ გაქვთ, რომ ხელი უშნოდ არ წაგიცდეთ და საკუთარი ოჯახის ღირსეულად შენახვისთვის კანონის დარღვევა არ მოგიწიოთ. ასე, რომ, რაც არ უნდა კანონიერი შემოსავლებით აშენებდეთ სასახლეებს, ამ უაღრესად გაჭირვებული ადამიანებისგან თანაგრძნობას ნუ ელით. ის აგორებული შავი პიარი, გაცილებით ეფექტურად მოქმედებს მათზე და თავის მიზანს აღწევს, ვიდრე თქვენი ჩინოვნიკების თავის მართლება. დამერწმუნეთ, ამ სიტყვებს ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვწერ. კარგად მესმის, რომ რევანშისტული ძალების და მათთან ასოცირებული, კარგად ორგანიზებული ლიბერასტული იდეოლოგიით მოწამლული, უცხო ქვეყნების გაურკვეველი ფონდების მიერ მსუყედ დაფინანსებული, მგლებივით შემოსეული ნჯო-ების წინაარმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომ საკმაოდ გყავთ ხელისუფლებაში მათთან ენის მოჩლექვით მოლაპარაკენი და პრინციპული პოზიციების დამთმობნი. თქვენ, მოსახლეობამ ანგარიშსწორებისთვის არა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის მოგცათ მანდატი, მაგრამ მეორე ვადა უკვე დასასრულისკენ მიდის და ბევრ სისხლის სამართლის საქმეს მზის შუქიც არ უნახავს, ისეა თაროზე შემოდებული. თავის იმით მართლება, რომ საკმარისი კადრები არა გყავთ, მიუღებელია. იმ დამატებითი სტრუქტურების შექმნას, რომელთაგან ზოგი ამ ფულზე გაყიდული ულტრლიბერალური ე.წ. არასამთავროების მიერ იყო სპეციალურად შემოგდებული, ზოგი კი თქვენი, სულ უფრო მზარდი პირადი კეთილდღების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის იყო შექმნილი, სჯობდა სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის სტრუქტურებში შტატები გაგეზარდათ. არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ თუ მართლა ახალი წლის ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასის გაზრდა გაქვთ გათვალისწინებული, გიჯობთ ის თანხაბიც აქეთკენ მიმართოთ. მეტს აღარ გავაგრძელებ. იმედია ეხლა მაინც სერიოზულად გაანალიზებთ არჩევნებში დამარცხების მიზეზებს და თუ იმდენს მოახერხებთ, რომ ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოგიცხადათ ნდობა და თქვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ცეცხლთან თამაში უნდა შეწყვიტოთ და დანაპირების შესრულებაზე რეალურად იფიქროთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანაფის კულტივაციაზე ფიქრს საერთოდ არ დაივიწყყებთ, ადვილიო შესაძლებელია ამომრჩეველმა 2020 წლამდე არ გაცალოთ და ვადამდე მოგიწიოთ ხელისუფლების გადაბარება. მანამდე კი იმ თქვენ ზოიძეს გამოგიპანღურებენ პარლამენტიდან.

 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე