RSS
გოჩა გვარამია: რუსეთი აფხაზეთს ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად აქცევს და ავტომატურად მიიერთებს მას
17.08.2009 13:50

აფხაზეთში წინაასარჩევნო მარათონმა შეიძლება ითქვას სტარტი უკვა აიღო. ამ ფონზე მკვეთრად დაიძაბა შიდაპოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შესაძლებელია აფხაზებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შექმნილ ვითარებაზე და მოსალოდნელ მოვლენებზე კომენტარი დამოუკიდებელმა ექსპერტმა გოჩა გვარამიამ გააკეთა.

ბატონო გოჩა, ამ გამძაფრებული დაპირისპირების ფონზე რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენ აფხაზეთში კვლავ ვიხილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, სროლები, თავდასხმები, გატაცებები, ხელჩართული ჩხუბი...

ასეთ მწვავე დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, როგორც გვახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ კრემლმა მაინც ვერ გაიყვანა თავისი სასურველი კანდიდატურა ხადჯიმბას სახით. დღეს ეს დაპირისპირება, რომელიც არსებობს, თითქოს ერთი შეხედვით ცივილიზებულ ფორმებს ატარებს, მაგრამ იმდენად მწვავეა შიდასაზოგადოებრივი დაპირისპირება, რომელსაც კრემლიდან მართული პოლიტიკოსები მიმართავენ, რომ არ არის გამორიცხული ხუთი წლის წინანდელი მოვლენები კვლავ განმეორდეს.

თქვენის აზრით მაინც ვინ გაიმარჯვებს ამჯერად?

დღეისათვის ვინ იქნება პრეზიდენტი ჩვენთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ეს კანდიდატურა მაინც კრემლში იხილება. აქ საქმე სულ სხვა რამეშია: რუსეთი ყოველთვის ატარებს "გათიშე და იბატონეს"–ს პოლიტიკას. თუ კრემლი ადრე ქართველებისა და აფხაზების მიმართებაში ახორციელებდა ამ პოლიტიკას, დღეს რუსეთი ამ ტაქტიკას იყენებს უშუალოდ აფხაზურ საზოგადოებაში, რათა 90-იან წლებში ქართველთა წინააღმდეგ წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად კონსოლიდირებული აფხაზური საზოგადოების გახლეჩა მოახდინოს, რათა უფრო მარტივად მართოს ის. საბოლოო ჯამში რუსეთის მიზანი მარტივია – იგი ამ პოლიტიკის გატარებით ცდილობს საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს უშუალოდ ამ პრობლემებზე, ხოლო თვითონ გეგმაზომიერად აწარმოოს აფხაზეთის რუსეთთან მიერთება.

შეიძლება თუ არა დაპირისპირების და უკმაყოფილების ფონზე რუსეთმა გააკეთოს ისე, რომ მოხდეს ხშირად გაჟღერებული ვერსიის ამოქმედება: აფხაზეთის ინტეგრაცია კრასნოდარის ოლქში, რაც გახდის აფხაზეთს კრასნოდარის ოლქის შემადგენელ ნაწილად

ამ მხრივ შიში აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო მატულობს. საქმე ის გახლავთ, რომ თვისუფლებისათვის მებრძოლი აფხაზები სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ - რუსები აფხაზეთის სრული ანექსიისა და პრაქტიკულად საკუთარ გუბერნიად გადაქცევის პოლიტიკას აწარმოებენ. ამ ვითრების დამალვას, კერძოდ საზოგადოების აღშფოთებას, უკვე ვერც რუსები და ვერც აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ვერ ახერხებს. რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას აქტიურად აშუქებს ოპოზიციური ფრთა თავისი ვებ–გვერდების და ბეჭვდითი საშუალებების გამოყენებით. მართალია ოპოზიცია ამას მაინც წინასაარჩევნო კამპანიისათვის აკეთებს, მაგრამ აფხაზური საზოგადოების აშკარა, დაუფარავი უკმაყოფილება სახეზეა.

ამ სიტუაციას ვფიქრობ რუსეთი აქტიურად გამოიყენებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ აფხაზეთში მოსახლეობიდან იარაღი დღემდე არ ამოღებულა და ყოველ ოჯახში 2-3 ავტომატი მაინც ინახება, სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ეს სავსებით ჯდება კრემლის გეგმებში, რომელიც თავისი ჩვეული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ”მშვიდობისათვის იძულება” ჰქვია, ისარგებლებს ამ დაპირისპირებით და მნიშვნელოვნად გაზრდის საკუთარ სამხედრო პოტენციალს ფხაზეთში. თუ დღეს აფხაზეთში ძირითადად ფსბ–ს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო შენაერთებია შეყვანილი, ამჯერად ”მშვიდობისათვის იძულების” და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ჯარების სახით მნიშვნელოვნად გაიზრდება. კრემლი აფხაზეთს პრაქტიკულად ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად აქცევს და ზედმეტი ექსესების გარეშე მიუერთებს რუსეთის ტერიტორიას.

 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე