RSS
ლევან კიკნაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაჯიმბა ფსბ-ს გენერალია
10.08.2009 17:30

რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების და მათ შორის გაფორმებული სხვადასხვა ორმხრივი ხელშეკრულებების შემდეგ აფხაზთში შიდაპოლიტიკური ვითარება მკვეთრად დაიძაბა. აფხაზეთში არსებული ე.წ. ოპოზოციური ძალები არსებულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების გატარებაში ადაშაულებენ, რაც უფრო წინასაარჩევნო კამპანიას წააგავს, ვიდრე იმის მცდელობას, რომ აფხაზეთი რეალურად იყოს დამოუკიდებელი და თავი დააღწიოს რუსეთის კაბალას.

აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე და მოსალოდნელ მოვლენებზე კომენტარი ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა ლევან კიკნაძემ გააკეთა

ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში აფხაზურ ოპოზიციურ მედიაში, ტელესივრცეში, გაზეთებში ძალიან ხშირად ბაღაფშის მწვავე კრიტიკა ისმის. როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება აფხაზეთში შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის?


როგორც ვიცით აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს დეკემბერში დაგეგმილი აქვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეხლა ჩვენ საქმე გვაქვს ამ წინასაარჩავნო კამპანიის საწყის ეტაპთან. ამიტომ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება დარჩენილი დრო.

კლანური კორუპციული რეჯიმი ბაღაფშისა დღეისათვის სახეზეა. ხაჯიმბამ მშვენივრად იცის, თუ რისი გაგონება სურს აფხაზეთის ელექტორატს, რა და როგორი კუთხით უნდა მიაწოდოს მას. მითუმეტეს, მასალები იმდენი აქვს, რომ განსაკუთრებული ამორჩევაც არ დასჭირდება.

ამას ამ ბოლო პერიოდში დაემატა რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელმაც კაბალურ მდგომარეობაში ჩააყენა თვით ახაზეთის მოსახლეობა. აქედან გამომდინარე ეს წინასაარჩევნო კამპანია ხაჯიმბამ ზედმიწევნით კარგად ააწყო იმის გათვალისწინებით, თუ რა ტკივა და რისი მოსმენა უნდა მოსახლეობას.

ამასთან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაჯიმბა ფსბ-ს გენერალია და თავის პატრონებთან შეთანხმების გარეშე არაფერს არ გააკეთებს. ამიტომ წარმოსახვა იმისა, რომ თითქოს ხაჯიმბა ოპოზიციაში ჩაუდგება ჯერ ბაღაფშს და შემდეგ რუსეთს, და იმას, რაზეც საუბრობს, ცხოვრებაში გაატარებს - მცდარი წარმოდგენაა.

ანუ, რეალურად ის იყენებს საზოგადოებრივ განწყობას, რომ რუსეთის კრიტიკა აფხაზეთში ახლა მოდაშია, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლისას თავადაც იქნება რუსეთის ისეთივე წარმომადგენელი, როგორც იყო მანამდე?


რა თქმა უნდა, ასეც იქნება. თუ გავიხსენებთ, ბაღაფშის წინასაარჩევნო დაპირებებს, ის საუბრობდა გასხვისებულ დასასვენებელ ობიექტებზე, კორუპციაზე, ნარკოტიკების უკონტროლო შემოდინებაზე აფხაზეთში, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, ყველაპერი ძველებურად გაგრძელდა. იგივე იქნება ხაჯიმბასთან მიმართებაში.

საზოგადოებაში, თვით ხალხში თუ იგრძნობა უკმაყოფილება რუსეთის პოლიტიკის მიმართ. მე მაქვს მხედველობაში ხაჯიმბას გამოსვლა, სადაც მან დასვა შეკითხვა - ჩვენ რა, არ გვყავს ისეთი ადამიანები ვინც გააკონტროლებდა რკინიგზას?- რასაც ტაში მოყვა დარბაზში...

დაგეთანხმებით. ეს განწყობა თანდათან იზრდება. ხალხი ხედავს და ხვდება, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ის დროთა განმავლობაში. ის, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ, ხალხისთვისაც ნათელია. ის დოტაცია, რომელიც შემოდის რუსეთიდან, შეიძლება შეჩერდეს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. უფრო სწორად, აფხაზეთის ეკონომიკა ისე მიებმება რუსეთის ეკონომიკას, რომ აღარაფერი თავისი აღარ დარჩებათ. თქვენ ახსენეთ რკინიგზა. ხაჯიმბამ თავის გამოსვლაში შედარებებიც კი მოიყვანა. კერძოდ თუ რაპირობებით გადასცა რკინიგზა მართვაში სომხეთმა რუსეთს და რა პირობებზე დათანხმდა ბაღაფში... ეს ბაღაფშის მიმართ კრიტიკა დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდთან, და ხაჯიმბას ასე აწყობს. შემდგომში, როცა იგივე ხაჯიმბას ხელშეწყობით რუსები მოძლავრდებიან და დაფუძნდებიან აფხაზეთში, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.


წინა ე.წ. არჩევნების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ. ბაღაფშს მაშინ გამარჯვება ამან მოუტანა. შეიცველბა თუ არ ამ არჩევნებზე გალის რაინოის მოსახლეობის დამოკიდებულება და შეძლებს თუ არა ხაჯიმბა მოახდინოს რაიმე ზეგავლენა მათზე მხადრაჭერის მისაღებად?

გალის ელექტორატი, რა თქმა უნდა, ბაღაფშს დაუჭერს ხმას. თვითონ ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ ვერანაირ გავლენას ამ რაიონის ელექტორატზე ვერ მოახდენს. სწორედ ამიტომ ითხოვს ხაჯიმბა ასე დაჟინებით ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ აფხაზური პასპორტების მქონე ადამიანებმა მიიღონ. ვინაიდან გალის რაიონში აფხაზური პასპორტები უმეტესობას არ გააჩნია, ამით ეძლევა საშუალება ეს რაიონი მოწყვიტოს საარჩევნო პროცესს. ამიტომ ეწინააღმდეგებიან ოპოზიციეური ძალები ბაღაფშის იმ გადაწყვეტილებას, რომ აფხაზეთის მაცხოვერებლებს ხმის მიცემა ასევე ფორმა 9-ით შეეძლოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნია. კერძოდ ხაჯიმბას მტკიცებით ფორმა 9 ბაღაფშს ხმების მანიპულირების საშუალებას მისცემს. ხოლო ბაღაფშის მტკიცებით, თუ გალის მოსახლეობას არ მისცემენ არჩევმებში ფორმა 9-ით მონაწილეობის უფელებას, ამით მათი კონსტიტუციეური უფლებები იქნება დარღვეული და მოსახლეობას უბრალოდ ძალადობით წაართმევენ საარჩევნო ყუთთან საკუთარი ნების გამოხატვის უფლებას.

 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე