RSS
მშვიდობა და კეთილდღეობა მას, ვინც ნამდვილად ეძებს ჭეშმარიტებას
17.09.2009 16:51
ვასილ კვირიკაშვილი
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

ამბობენ, რომ გენეტიკური თვალსაზრისით უნამუსობა ყოველთვის უფრო აქტიურია, ვიდრე ჭეშმარიტება. ამიტომაც, სიცრუეში, დეზინფორმაციაში, საზოგადოებრივი აზრით ჟონგლიორობაში ხელგაწაფულ რუს და ოს ვაიპოლიტიკოსებს ისე "მეცნიერულად" და "სიმართლის" მსგავსად შეუძლიათ ნებისმიერი დეზინფორმაციის წარმოაჩენა, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის იგი მართლაც დამაჯერებელი ხდება.

იმასაც ამბობენ, რომ ასჯერ გამეორებული ტყუილი სიმართლე ხდება. ამიტომ ხომ არ შეჰყავს მიზანმიმართულად და დაბეჯითებით რუსეთის მედიის გარკვეულ ნაწილს ბოლო დროს საზოგადოება შეცდომაში, რომ თითქოს 1774 წელს რუსეთს თავისი ნებით მიუერთდა არა ისტორიული ოსეთის ნაწილი, არამედ მთელი ოსეთი. ამასთან, გეოგრაფიულ ცნებაში "ოსეთი“ (ასეთი სახელმწიფო მაშინ საერთოდ არ არსებობდა) შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთიც. როგორც ცნობილია, ოსების წინაპრები – ალანები – გაცილებით ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ისინი კავკასიის მთისწინეთისკენ განდევნეს. ისტორიული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ 1774 წელს რუსეთის იმპერიას მიუერთდა ჩრდილოკავკასიის სამი ხეობის ოსური თემები – ალაგირის, ქურთათის და თაგაურის. ოსეთის მეოთხე ისტორიული პროვინცია – დიგორის, რომელიც მაშინ ყაბარდოს ძალაუფლების ქვეშ იყო, რუსეთს 1781 წელს მიუერთდა (ჩრდ.ოსეთის ასსრ ისტორია, ორჯონიკიძე 1987წ, გვ 190–192). ბუნებრივია რომ იქ არ არის ნახსენები სამხრეთ ოსეთი და ვერც იქნებოდა, ვინაიდან იგი, როგორც ქართლ–კახეთის სახელმწიფოს ნაწილი (იმ დროს "სამხრეთ ოსეთი"–ს ცნებაც არ არსებობდა), რუსეთის იმპერიამ 1801 წელს მიიერთა. ოსებს, რომლებიც საქართველოში დასახლდნენ ჯერ კიდევ საუკუნის შუაში, 1922 წლამდე არ გააჩნდათ არავითარი ეთნოპოლიტიკური ან ეთნოტერიტორიალური წარმონაქმნი. ისინი საქართველოს ერთ–ერთ ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენდნენ (როგორც სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, ქურთები და ა.შ.) , ხოლო 1900 წლის "კავკასიის კალენდრის" მიხედვით კი მე–20 საუკუნის დასაწყისში ცხინვალში მხოლოდ ქართველები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

მოდით, გავადევნოთ თვალი, როგორ და საიდან იწყება ოსეთი სინამდვილეში ?

უკანასკნელი 250–300 წლის განმავლობაში ოსების მიერ ყველა მეზობელი ხალხების – ქართველების, ყაბარდოელების, კაზაკების და ინგუშების მიწების გეგმაზომიერი ანექსია მიმდინარეობს. ოსეთში დღესაც მოქმედებენ თავიანთი ეროვნული გამორჩეულობით შეპყრობილი ძალები, რომელთაც მოსვენებას არ აძლევთ "ძველი არიული წარმომავლობა".

ცნობილი რუსი ოფიცერი შტედერი 1781 წელს წერდა : "ოსები აღმოსავლეთით ესაზღვრებიან ინგუშებსა და თერგს, სამხრეთით – ქართველებსა და იმერლებს, დასავლეთით – მდ. ლეგსტენს და დიდ ყაბარდოს, ჩრდილოეთით – მცირე ყაბარდოს".

ზუსტად ასევე აღწერდა ოსეთის საზღვრებს გულდენშტედტი ("კავკასიის მიწების აღწერა", გვ. 89).

შემდგომში, ოსების სასიცოცხლო არეალის გაფართოება "დიდი ალანიის აღორძინების" ლოზუნგით მოსაზღვრე ხალხების ტერიტორიული ძარცვის ხარჯზე მიმდინარეობდა. არადა, რუსი მწერალი ვ.ა. კუზნეცოვი თავის ნაშრომში "ჩრდილო კავკასიის ალანური ტომები" წერს : "ალანები არ არის ეთნიკური ტერმინი, ეს კრებსითი სახელია, შესაბამისად, თეზისი ოსების ალანებისგან წარმოშობის შესახებ ყოველგვარ აზრს არის მოკლებული".

ოსი ხალხის ჩამოყალიბებაში ორი ძირითადი კომპონენტი მონაწილეობდა : ადგილობრივი "კავკასიურენოვანი" (ვაინახური) ეთნიკური მასივი, ანთროპოლოგიურად ფართოსახიან, ბრტყელთავიან "კავკასიურ ტიპს" მიკუთვნებული, და მოსული, ირანულენოვანი ვიწროსახიანი გრძელთავიანი ალანები. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვეს მოსულმა ენამ და ადგილობრივმა ფიზიკურმა ტიპმა (იხ. ვ.პ.ალექსეევი "კავკასიის ხალხების წარმოშობა", მოსკოვი, 1974წ, გვ 198). შესაბამისად, არამართლზომიერია ალანების პირდაპირ გაიგივება ოსებთან. ისევე, როგორც გალებისა – ფრანგებთან, ელინებისა კი – ბერძნებთან.

ჯერ კიდევ აკადემიკოსი ნ.მარი წერდა ოსების შესახებ, რომ "არ შეიძლება გავაიგივოთ მათთან კავკასიელი ალანები, ანუ უფრო ზუსტად, ალები, რადგანაც, როგორც ახლა ირკვევა, ალანები არის ძირეული კავკასიური ტერმინის მრავლობითი რიცხვის ერთ–ერთი ფორმა..." (Н.Я. Марр "К истории продвижения яфетических народов с юга на север Кавказа" Известия императорской АН VI серия. Петроград, № 15, с.1395. Цит. Я.С. Вагапов "Некоторые нахские топонимы и этнонимы с корнем "А". Вопросы нахской лексики. Грозный, 1980, с.72). აქედან გამომდინარე, "ირანულენოვანი ალანები და ნახები – ორი ძირითადი ეთნიკური სუბსტრატია, რომლებმაც საგრძნობი როლი ითამაშეს თანამედროვე ოსების ეთნოგენეზში, უპირველეს ყოვლისა, ირონელებისა და კუდარელებისა" (Сигаури И.М. Очерки государственного устройства чеченцев с древнейших времен. Москва. Издательский Дом "Русская жизнь" 1997 г.).

არ გვსურდა ოსების–მოსულების ეთნოგენეზისა და ოსური ეთნოსის ჩამოყალიბების გახსენება, ოსეთის ისტორიკოსები სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე მრავალი ათწლეულის მანძილზე რომ არ ცდილობდნენ მთელი მსოფლიოსთვის იმის დამტკიცებას, რომ მათ შექმნეს ალანების იმპერია და არიან მისი დიდების პირდაპირი მემკვიდრეები, კავკასიის არიელები და რომ კავკასიის სხვა ხალხებს, მის ძირძველ მაცხოვრებლებს, "დიდ ალანიასთან" საერთო არაფერი აქვთ.

ოსი ხალხის მთელი ისტორია თანამოსაზღვრე ხალხების ტერიტორიების გამუდმებული, თანამიმდევრული დაპყრობაა. არ არსებობს არც ერთი თანამოსაზღვრე ხალხი, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც მათ არ მიეთვისებინოთ. ესენია (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ) ქართველები, ყაბარდოელები, ინგუშები, ჩეჩნები თუ კაზაკები. და ამასთან კიდევ ოსები ტირიან, რომ ამ ხალხებს მათთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნიათ, რომ ლამის სამყაროს შექმნიდან ამ მიწებზე ცხოვრობდნენ, იყენებენ რა სიცრუესა და ფაქტების უხეშ ფალსიფიკაციას.

განვიხილოთ, როგორ გადაუხადეს სამაგიერო ოსებმა კავკასიის ხალხებს იმისათვის, რომ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინეს ჯერ კიდევ თათარ–მონღოლთა შემოსევის დროს და მის შემდგომ, თემურ–ლენგის შემოსევების დროს, შეიფარეს რა ისინი თავიანთ მიწაზე. ნამდვილად, ძვირი დაუჯდათ კავკასიის ხალხებს თავისი სტუმართმოყვარეობა...

მოქმედებდნენ რა "ცოტათი ჩაიჩოჩე"–ს პრინციპით, ძირითადად მეფის რუსეთისა და სსრკ–ს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ახლა კი უკვე რუსეთის ფედერაციისა, ოსები თავიანთ საცხოვრებელ სივრცეს მეზობელი ხალხების ხარჯზე იქმნიან.

მოდით, შევხედოთ ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობებს. ამასთან, ძირითადად ოსურ წყაროებს დავეყრდნობით.

როგორც ვიცით, ქართული სახელმწიფო (ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული საქართველოს სამეფო – იბერია, საქართველო, სრულიად საქართველო და ა.შ.) შეიქმნა მე–3 საუკუნეში ჩვ.წ.აღ–მდე, მოიცავდა დღევანდელი საქართველოს მთელ ტერიტორიას და იმ ტერიტორიებს, რომლებიც დღეს სხვა სახელმწიფოებს ეკუთვნის. ამიტომ, მის ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული პროცესები განხილული უნდა იქნას როგორც საქართველოში მომხდარი, და არა ზოგად გეოგრაფიულ არეალში, როგორც ეს სურს წარმოგვჩინოს ზოგიერთმა (ძირითადად კი ოსმა) მკვლევარმა (Г.Кокиев. Очерки по истории Осетии. Владикавказ, 1926 г. с. 22; История Северо-Осетинской АССР, Орджоникидзе, т. 1, 1987 г. с. 131).

ქართველებთან ოსების ურთიერთობის თვალსაზრისით – საქართველოს ნაწილებიდან (პროვინციებიდან) ყურადღებას შიდა ქართლი იპყრობს, ძირითადად რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ ოსები და სადაც, არც არქეოლოგიური მასალებითა და სხვა ისტორიული მონაცემებით, არც ანტიკურ ეპოქაში და არც შუა საუკუნეებში, არ აღინიშნება უცხო ელემენტების არსებობა. საინტერესოა გვიანი პერიოდის აღწერები და წყაროთა მონაცემებიც. მე–18 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსი, ვახუშტი ბაგრატიონი წერს : "ტაშისკარისა და ლიხის მთის ქვემოთ არაგვამდე და ტიფლისამდე არის სამი სასპასპეტო : მარცხნივ – მუხრანის, მარჯვნივ – ქართლის, სამეფო, ტიფლისის ზემოთ, ხოლო მტკვრის სამხრეთ ნაწილში ფარავნამდე – ეკუთვნის მცხეთის მეუფეს და მეუფეს მიერაა დარქმეული შიდა ქართლი – ზენა სოფელი. და იყვნენ ისინი პირველი სასპასპეტოები და ყველა სასპასპეტოს მთავარნი" (Вахушти. Описание царства Грузинского. Тб., 1981 г.,с. 121) პირდაპირი მინიშნება შიდა ქართლის ჩრდილო საზღვარზე აქ არ არის; იქ, სადაც ვახუშტი აღწერს ქართლოსის (ქართლის ეპონიმი) ქვეყნის საზღვრებს, ის ამბობს, რომ ქართლის ჩრდილო საზღვარს წარმოადგენს კავკასიონის ქედი (ЦАГ, IV, 48). ვახუშტის რუქების მიხედვით, შიდა ქართლში შედის : ხევი და დვალეთი (მდ.არდონის ზემო წელი და ფიაგდონი – დღევანდელი ჩრდ.ოსეთი), განლაგებული კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით. შიდა ქართლის უძველესი სახელწოდება – ზენა სოფელი – დაფიქსირებულია ადრეული ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლებში და მე–7 საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში, რომელიც მე–4 საუკუნის ვითარებას ასახავს. ქართლის აღწერისას ანონიმი სომეხი ავტორი აღნიშნავს, რომ "არაგვი ჩაედინება მტკვარში, ასრულებს რა ამით ქართველთა ზემო ქვეყანას" (Путешествие Гюльденштедта в Грузию, т.1, Тб., 1962 г., с.185, 267). შესაძლებელია მრავალი წყაროს მოყვანა, რომლებიდანაც ჩანს, რომ შიდა ქართლი – ზენა სოფელი – საქართველოს ისტორიული ტერიტორიაა.

მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში, ორი მონღოლური სახელმწიფოს – "ოქროს ურდოსა" და ილხანების ომის პერიოდში, შიდა ქართლის მიდამოებში იდგნენ დარუბანდის გზით მოსული, ოსებისგან შემდგარი სამხედრო რაზმები, რომლებიც იმ დროს ილხანების მხარეს იბრძოდნენ.

ოს ფეოდალთა რაზმებს, რომლებიც მონღოლი მებრძოლებისა და თანამზრახველების ფუნქციებს ასრულებდნენ, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ მათთვის, ვინც ქართლში ნაინებს ებრძოდა, ანუ ქართლელ თავადებსა და დიდგვაროვნებს. მაგრამ შიდაპოლიტიკური შუღლის პირობებში ქართლში ოსი ფეოდალების რაზმებმა თავიანთი "მოღვაწეობის" გაშლის საშუალება მიიღეს. კერძოდ, 1292 წელს, როცა ქვეყანას მხოლოდ ერისთავები და დიდგვაროვნები მართავდნენ, მემატიანეს ცნობით, "ოსებმა დაიწყეს ქართლის ძარცვა, დარბევა და განადგურება, და დაიპყრეს მათ ქალაქი გორი" (ქართლის ცხოვრება, 2, თბ, 1959, გვ 296). იმავე მონაცემებით, გადამწყვეტი შეტევა ოსი ფეოდალების ძალადობის წინააღმდეგ, დაწყებული მე–14 ს–ის 20–იან წლებში გიორგი მე–5 მიერ, მიზნად ისახავდა საშინაო მშვიდობის აღდგენას და მიტაცების შედეგად შემცირებული ქართული მიწების დაბრუნებას. გიორგი მე–5–მ "გაანადგურა და გაფანტა ოსები, წაართვა მათ მიტაცებული ციხე–სიმაგრეები და სოფლები". მიღებული ენერგიული ზომების შედეგად, საქართველოდან გააძევებული იქნა ქართლში მოთარეშე ოსური რაზმები.

მე–13 – მე–14 საუკუნეებში თათარ–მონღოლთა, შემდეგ კი თემურ–ლენგის შემოსევების შედეგად, განადგურებას გადარჩენილმა ოსებმა–ოვსებმა ცენტრალური კავკასიის მაღალმთიან რაიონს შეაფარეს თავი. ცხოვრების პირობები იქ არც თუ ხელსაყრელი იყო. ოსი ხალხის ამ პერიოდის ტრაგედია უფრო დაწვრილებით აღწერა ვახუშტი ბაგრატიონმა : "ჩინგისის ყაენების შემოსევების დროს განადგურდა და დაცარიელდა ქალაქები და ნაგებობები მათი, და ოვსების სამეფო გადაიქცა სამთავროებად, და ოვსები მირბოდნენ კავკასიის სიღრმეში, მეტი წილი ქვეყნისა უდაბნოდ გადაიქცა, და მას შემდეგ ოვსეთს ჩერქეზეთსა და ყაბარდოს უწოდებენ" (Вахушти. География Грузии. Тифлис. 1904, с. 153. Цит: по книге Б.П.Берозова "Переселение осетин с гор на плоскость" Орджоникидзе, 1980).

შემდგომ პერიოდში, საცხოვრებელი ადგილისა და საარსებო საშუალებების ძებნაში ოსები ადგილს ქართველ მთიელთა სოფლებში პოულობენ. ხშირად ისინი ქართველ ფეოდალთა მიწებზე სახლდებიან, როგორც ყმები. ვახუშტი წერს, რომ "ამ მთიან ადგილებში ბევრი ოსი იყო ჩაწერილი. მაგრამ მანამდე აქ ქართველი გლეხები სახლობდნენ. შემდეგ მფლობელებმა აქ ოსები ჩაასახლეს, ქართველები კი დაბლობში ჩავიდნენ, ვინაიდან მტერმა მნიშვნელოვნად შეამცირა დაბლობის მოსახლეობა" (ვახუშტი, ქართლის სამეფოს აღწერა, თბ, 1941, გვ71).

უდავო მტკიცებულება ოსების კომპაქტურად დასახლების შესახებ გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე მე–17 საუკუნის დასაწყისს ეკუთვნის. საქართველოში მყოფი რუსი ელჩის, მ.ი. ტატიშჩევის გადმოცემით – ზაქასა და მაღრან–დვალეთის ტერიტორია (დიდი ლიახვის ზემო წელი) უკვე ოსებით იყო დასახლებული (С.А.Белокуров. Сношение России с Кавказом, М., 1989, с.508).

მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ასევე მე–17–მე–18 საუკუნეების მიჯნის ქართლის კათალიკოსის, ბესარიონის თხზულება "მეფე ლუარსაბის რჯულშემწყნარებლობა". ავტორი მიმოიხილავს ლუარსაბის წამების პერიოდს (1622 წ.), როცა საქართველოში უაღრესად რთული საგარეოპოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდა და ამასთან დაკავშირებით ქართლის ჩრდილოეთ საზღვრებზე შექმნილ ვითარებას ახასიათებს. იგი წერს, რომ "მეფე ყოველნაირად ცდილობდა მოეგერიებინა მტერი, რომელიც საქართველოს ესხმოდა : ჯერ ოსმალები, რომლებმაც ბერძნული სამეფო დაიპყრეს, შემდეგ სპარსელები, და ბოლოს, ჩვენი მახლობელი მთიელები, ოსები, რომლებიც საქართველოს მახლობლად დასახლდნენ, რადგან ისინიც ძლიერ აწუხებდნენ, განსაკუთრებით ზაფხულის დადგომიდან ზამთრამდე, ფარულად და აშკარად კლავდნენ და იტაცებდნენ ქართველებს" (ს. ყუბანეიშვილი, ძვ.ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, თბ. 1946, გვ.408).

მე–18 ს–ის 70–იან წლებში მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა. ქართლში ადრინდელთან შედარებით მეტი რაოდენობით ოსების შემოსვლა აღინიშნება. ამ პერიოდის მდგომარეობა მოგზაურ ი.გულდენშტედტის დღიურებშია ასახული. ჩრდილო ოსეთისგან განსხვავებით, რომელსაც ის ოსეთს უწოდებს, გულდენშტედტი შიდა ქართლის პროვინციას ახასიათებს, როგორც ოსური მოსახლეობით დასახლებულს, რომლის მთიან რაიონებში ოსები ქართველებთან ერთად ცხოვრობენ. გულდენშტედტის მონაცემებით, მე–18 ს–ის 70–იან წლებში ლიახვის ხეობის ზემო წელში ქართველებთან ერთად ოსებიც ცხოვრობდნენ (Путешествие Гюльденштедта в Грузию, I, Тб., 1962, ст.277-279; 1964г. с. 67).

საქართველოში ოსების შემდგომ ჩამოსახლებაში თავად ქართველი მეფეები და ფეოდალები იყვნენ დაინტერესებული. ქართულ მიწაზე ოსების დასახლებით ისინი ორ პრობლემას ჭრიდნენ – ეკონომიკურს და დემოგრაფიულს. ცნობილია მე–18 საუკუნის მეორე ნახევრის უამრავი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ შიდა ქართლში ქართველ მოსახლეთა ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში მემამულეები ოს მიგრანტებს ასახლებდნენ (История Юго-Осетии в документах и материалах (1880-1846 гг.), т.2, Сталинир, 1960, с. 154-155. Г.Кусов. Поиски краеведа. Изд-во "Ир" Ордж-зе, 1975).

მოგვიანებით, მეფის ჩინოვნიკები კავკასიასი ჭრიდნენ და კერავდნენ იქ მაცხოვრებელი ხალხების ტერიტორიებს, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო მათი მართვა, არ ითვალისწინებდნენ ეროვნულ შემადგენლობას და ქმნიდნენ განსაკუთრებულ ოლქებს სამხედრო–სახალხო მმართველობით. ასე შეიქმნა ოსეთის ოლქიც, როგორც ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ერთეული, თუმცა შემდგომში ეს ტერიტორია მრავალჯერ გადააკეთეს.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო და სახალხო კრება, რომელთა მიზანი იყო ოსეთის გამოყოფა ცალკე ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულად ეროვნული ან ავტონომიური ერთეულის სახით.

1918 წლის მარტში მოხდა სამხრეთ ოსების ამბოხება, რამაც პროვოცირება გაუკეთა სისხლიან შეტაკებებს ქართველებთან. ოსების გამხეცებული ბრბო ყოველი მხრიდან იჭრება ცხინვალში და იქ სისხლიან სასაკლაოს აწყობს. ქალაქი დაარბიეს და გაძარცვეს, ხოლო წესრიგის დასამყარებლად გაგზავნილი ქართული წითელი გვარდიის რაზმი, მთლიანად გაანადგურეს.

და ყოველივე ამის შემდეგ ოსებს სურთ, თავი მამა აბრამის ბატკნებად წარმოგვიჩინონ, რომელთაც ყველა მოსაზღვრე ხალხი ავიწროვებს და "მრავალი საუკუნის" მანძილზე "საცოდავ ოსებს" უყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს.

ამ თემის გაგრძელებისას უნდა აღინიშნოს, რომ ოსების ახალი ამბოხება, რომელიც მიზნად სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას ისახავდა, მოხდა 1919 ოქტომბერში და რომლის საკითხი განხილულ და მხარდაჭერილ იქნა რკპ (ბ) მაშინდელი კავკასიის სამხარეო კომიტეტის მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამბოხიც ჩაახშო.

1920 მაისში სამხრეთელი ოსები ისევ იწყებენ ამბოხს. მათ გამოაცხადეს საბჭოთა რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მიერთების შესახებ. ქართულმა არმიამ ამჯერადაც ჩაახშო აჯანყება. იგი იძულებული იყო გამოეჩინა უკიდურესი სისასტიკე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამჯერ ამბოხებული ოსების წინააღმდეგ. ამდენად, მთელი ობიექტურობით უნდა ითქვას, რომ ამ ამბოხებების ორგანიზატორი ბოლშევიკების მიზანი უკვე მაშინ იყო ოსების "ეროვნული თვითგამორკვევა", აქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და მისი საბჭოთა რუსეთთან მიერთება. უფრო მეტიც, ისინი უკვე მაშინ მიიჩნევდნენ მას საბჭოთა რუსეთის განუყოფელ ნაწილად.

ამგვარად, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1918–20 წლებში სამხრეთ ოსეთში მომხდარი ამბოხებების მიზანი საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფა და საბჭოთა რუსეთთან მიერთება იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი დადგა სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი. ამ ხელოვნური წარმონაქმნის შექმნის შემდეგ კი ოსები უკვე დიდი ოსეთის შექმნაზე აცხადებენ პრეტენზიას. სად და ვის მიწაზე? "თავიანთ" მიწაზე საქართველოს შუაგულში – შიდა ქართლში? ამას კი უკვე, ჩემო მეგობრებო, შოვინიზმი ჰქვია, თანაც შოვინიზმი მხეცური ღრჭენით.

გონს მოდით, ხალხო, რა დაგემართათ, რა გაწუხებთ ასე და მოსვენებას არ გაძლევთ ? გაიხსენეთ, (ვისაც არ წაგიკითხავთ–გაეცანით) რომ ჯერ კიდევ ცნობილი ირანისტი ვასილი აბაევი წერდა : "ისტორიული და ენობრივი ფაქტები ადასტურებენ, რომ ქსნის ხეობაში ამჟამინდელი ქსნის ოსების დასახლებები არც ისე დიდი ხნის წინ წარმოიშვა – მიახლოებით უკანასკნელი 200 წლის მანძილზე. ისნი გადმოსახლდნენ დევნილები მცირემიწიანობით და სიღატაკით ჩრდილო ოსეთის ზოგიერთი მაღალმთიანი რაიონიდან და თან კილოკავებისა და დიალექტების ნაზავიც მოიყოლეს" (В.И. Абаев. Осетинский язык и фольклор, М,1940 г., с. 501).

მეგობრებო, არ მინდა, ჭკუა–გონება დაგარიგოთ, მაგრამ არ შეიძლება , აქ არ მოვიყვანო ნაწყვეტი 2005 წლის 26 ივლისის გაზეთ "Осетия. Свободный взгляд"–ის 38–ე ნომერში ი. ძუცევის გამოსვლიდან :

"ოსებო, გონს მოდით !

ინგუშები ჩვენთვის ცუდები არიან, ჩეჩნები – ტერორისტები, ქართველები – მტრები. დარჩა კი ჩვენს ირგვლივ თუნდაც ერთი ერი, რომელსაც მტრად არ აღვიქვამთ ? თუკი ბესლანის ტრაგედიამაც ვერაფერი გვასწავლა, ვშიშობ, განწირული ვართ მარტოობისთვის. არავის ჰქონდეს იმედი, რომ ჩრდილო კავკასიაში მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ვინმე მოვა ჩვენს დასახმარებლად. მე ვიყურები თვეებით, წლებით წინ და ვხედავ : "რუსეთი უფსკრულისკენ მიექანება !" არანაირი პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში კრემლს არ გააჩნია! მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, არაფერი პოზიტიური არც პოლიტიკაში და არც ეკონომიკაში არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაც მახარებს, ჩვენს საზოგადოებაში საღად მოაზროვნე და პოლიტიკაში გაცნობიერებული ლიდერების არსებობაა. ეჭვსგარეშეა, რომ პირადი ამბიციები ხელს არ შეუშლის მათ გაერთიანებას. ეხლა არ არის ერთმანეთში გარჩევების დრო, უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. კიდევ არის დრო რუსეთის დაშლის შესაჩერებლად, და ამ ფონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მომხრე ვარ. საქართველოსთან გასაყოფი არაფერი გვაქვს! ქართველები ხომ ჩვენი ძმები არიან. ნუ დაწვავთ ხიდებს, ნუ დაუპირისპირებთ საკუთარ თვს მთელ ცივილიზებულ სამყაროს! რუსეთი სერიოზულადაა ავად! როგორმე ჩვენ, ოსები, მართლა დევნილები არ გავხდეთ მის ხელში... (როგორც მ.გორკი წერს : ... იყო კი იქ ბიჭი, თუ ბიჭი შესაძლოა იქ არც ყოფილა... ? –"ცხოვრობდნენ იქ ოსები, თუ ... ?"). მე კი წავალ რუსეთიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩემთვის სულერთი არ არის ნათესავების მდგომარეობა, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთშიც ცხოვრობენ და სამხრეთშიც. არც საქართველო, არც მისი ხელისუფლება და არც ვინმე სხვა არ აპირებს ჩვენს შორის ჩინეთის დიდი კედლის აშენებას. უბრალოდ, მათ სურთ, იხილონ საქართველო ერთიანი და განუყოფელი და მშვიდობასა და თანხმობაში იცხოვრონ ოსებთან ერთად.

რა არის ამაში ცუდი ?

ქართველებს არ სჭირდებათ რუსული ბაზები და ეს მათი უფლებაა. მათ ჰაერივით სჭირდებათ დასავლური ინვესტიციები, მაგრამ საზღვრების დადგენის გარეშე საჭირო ინვესტიციები არ იქნება. გამოდის, რომ ამაში მხოლოდ ოსებია დამნაშავე და სხვა არავინ. ასე მოქცევა არ შეიძლება! ჩვენ ღმერთები არ ვართ, რომ ქართველი ერის ბედი გადავწყვიტოთ, ამას ჩვენ არავინ გვაპატიებს! არავის არ მისცეთ უფლება, იმანიპულიროს თქვენით. არსებობს მარადიული ფასეულობები და ერთ–ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ მეზობლებთან მშვიდობაში უნდა იცხოვრო. და პირველ რიგში, ეს კავკასიის ხალხებია და არა რუსეთის! ჩვენ კავკასიელები ვართ! ეს არ დაგავიწყდეთ! ოსები დღეს პატარა ბავშვს ვგავართ, რომელიც სახლში იმალება დედინაცვლის–რუსეთის კალთის უკან. ამ დროს, ინგუშები, ყაბარდოელები, ჩეჩნები და ქართველები ჩვენი მეზობლები არიან. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, დროდადრო აგვაფეთქებენ კიდეც და ვერანაირი რუსეთი ვერ გვიშველის! ბესლანის სასაკლაო ამის ნათელი დადასტურებაა! გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, არა და – ისევ დაიღვრება სისხლი. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ველურები ვართ. ნუ იქნებით მიამიტები და ნუ შეიქმნით ილუზიებს თქვენი რჩეულობის შესახებ. ჩემი ვალია, გითხრათ ამის შესახებ და მერე არა თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოდ თქვენი ბედი".

აი ასე, ჩემო მეგობრებო, ასე ფიქრობს ყველა შორს მჭვრტელი ადამიანი! თქვენ კი – ქართულ მიწაზე სტუმართმოყვარედ მიღებულნი, რომლებმაც შეინარჩუნეთ ენაც, კულტურაც და საკუთარი სამეცნიერო–სასწავლო ცენტრები გაგაჩნიათ - "ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის მიზნით", გამოთქვამთ სურვილს მიუერთდეთ "ჩრდილოელ ძმებს", რომლებიც სრულ ასიმილაციას უკვე გიკეთებენ! მაგალითები? რამდენიც გინდათ. და თუ თქვენ ამას ვერ ხედავთ – მართლაც მეცოდებით, რადგანაც ახლო მომავალში შესაძლოა დადგეს საკითხი ოსური ეთნოსის საერთოდ ყოფნა არყოფნისა (აქ კარგი იქნება გავიხსენოთ, რომ ქ.ორჯონიკიძეში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს იყო მხოლოდ ერთი არარუსული და ისიც №1 ქართული საშუალო სკოლა! როგორ ფიქრობთ – რატომ?)

იფიქრეთ, ოსებო და მოინანიეთ კავკასიელ ხალხთა წინაშე (ყაბარდოელების..., ინგუშების..., კაზაკების...), თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის სახელით. ღმერთმა გონი გაგინათოთ და გადაგარჩინოთ!

და ბოლოს – მშვიდობა და კეთილდღეობა მას, ვინც ნამდვილად ეძებს ჭეშმარიტებას... .


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე