RSS
კვირიკაშვილი: ინფორმაცია ლუჰტერჰანდტის შესახებ, შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს
08.10.2009 17:15

სკანდალური ინფორმაცია გერმანელი პროფესორის, ოტო ლუჰტერჰანდტის შესახებ, სავსებით შესაძლებელია, სიმართლეს შეესაბამებოდეს, - მიაჩნია „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელ ვასილ კვირიკაშვილს. როგორც მან აღნიშნა, „საიდუმლო არ არის, რომ „გაზპრომი“ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ხშირად აფინანსებს „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის“ ოპერაციებს, როგორიცაა ლუჰტერჰანდტის მონაწილეობა რუსულ-ქართული ომის ფაქტების დამდგენ საერთაშორისო კომისიაში.“

„ოტო ლუჰტერჰანდტის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ გერმანელი სპეციალისტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება და იგი მოსკოვის დავალებებს ასრულებდა საერთაშორისო გამოძიებაში მისი ინტერესების ლობირების სახით,“ - აღნიშნა ექსპერტმა. – „ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ლუჰტერჰანდტმა საქართველოს დადანაშაულება „აგვისტოს ომის“ დასრულებისთანავე დაიწყო, კომისიის მუშაობის დაწყებამდე და თავისი მიკერძოებული პოზიციის დემონსტრირებას ახდენდა საკუთრივ გამოძიების დროს, ასევე, „საერთშორისო სამართლის“ ამ „სპეციალისტის“ არაერთგვაროვანი შეფასებები ბევრი ექსპერტის გაოცებას იწვევდა“, - თქვა კვირიკაშვილმა.

„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, გერმანია ლიდერობს დასავლეთ ევროპაში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტების რაოდენობით. „საინტერესო იქნებოდა „ოტო ლუჰტერჰანდტის ბიოგრაფიის გაცნობა, - აღნიშნა ვ. კვირიკაშვილმა, - თუ გვეცოდინება, სად და როდის მუშაობდა, შესაძლებელი იქნება დადგენა, სად იყო შესაძლებელი მისი და რუსეთის სპეცსამსახურების გზების გადაკვეთა.“


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე