RSS
CSIS: “დიდი რვიანის“ ქვეყნებს შეუძლიათ, სერიოზულად აღარ აღიქვან რუსეთი
12.10.2009 13:08

2009 წლის ივლისში ჩრდილო კავკასიაში აღინიშნა ძალადობის ინცინდენტების რეკორდული მატება წინა წლებთან შედარებით. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტები, რომლებიც 2004 წლიდან აგროვებენ და იკვლევენ ინფორმაციას ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილო ოსეთში ძალადობის შემთხვევების შესახებ. ასეთი კვლევების უკანასკნელი მონაცემები წარმოადგინა ცენტრის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სარა მენდელსონმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, - იუწყება „ამერიკის ხმა.“

აშშ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტები ინცინდენტებს უწოდებენ სამხედრო პერსონალისა და სამოქალაქო პირების გატაცებას, ადამიანებისა და შენობების აფეთქებას, მშვიდობიან მოქალაქეთა და სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობას, ამბოხებულთა თავდასხმებს, შეიარაღებულ ოპერაციებს ამბოხების მონაწილეობაში ევმიტანილთა წინააღმდეგ, ქონების განადგურებასა და იარაღის სამალავების აღმოჩენას.

ცენტრის მონაცემებით, 2009 წლის ზაფხულში ჩრდილო კავკასიაში მოხდა ძალადობის 462 ინცინდენტი (2008 წლის ივლისში - 265 ინცინდენტი). ძალადობის ყველაზე დიდი აფეთება ინგუშეთში იყო (წინა წელს ამ მხრივ ჩეჩნეთი ლიდერობდა), მეორე ადგილზეა დაღსტანი, მესამეზე - ჩეჩნეთი. 2009 წლის ზაფხულში ჩრდილო კავკასიაში ძალადობის ინცინდენტების შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი (2008-ში - 150). ძალადობის და თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ ოფიციალური პირები, მათ შორის - მაღალჩინოსნები, ასევე - ჟურნალისტები, უფლებადამცველები, ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა თანამშრომლები.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სარა მენდელსონმა განაცხადა, რომ „2009 წლის ივლისში ჩრდილო კავკასიაში ძალადობის ინცინდენტების რეკორდული მატება საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, რადგანაც „ძალადობა სხვა ევროპულ ქვეყნებში გადაედინება“ და „დაუსჯელობის ამ ატმოსფეროს რაღაც უნდა ეშველოს.“ ექსპერტი აღნიშნავს, რომ „ამ რეგიონში რუსეთის სტრატეგიამ არაფერი მოიტანა“ და რომ ამ ფონზე : “დიდი რვიანის“ ქვეყნებს შეუძლიათ, სერიოზულად აღარ აღიქვან რუსეთი“.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე