RSS
თათრები პუტინის ვერტიკალის წინააღმდეგ: ყაზანში ისევ მოითხოვეს დამოუკიდებლობა
12.10.2009 15:13

ყაზანის დამცველთა ხსოვნის მეოცე დღე თათარსტანის დედაქალაქში ლოზუნგით «Максатыбыз - байсезлек!» (მიზანი - დამოუკიდებლობა) და შეძახილებით «Азатлык!» (თავისუფლება). ყაზანში თავისუფლების მოედანზე თათრეთის ეროვნული მოძრაობის რამდენიმე ასეული აქტივისტი შეიკრიბა, რომლებმაც გამოიტანეს პლაკატები „მე მახსოვს 1552 წელი“, „თათარი ხალხის ჰოლოკოსტი - 1552“ და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს 1552 წელს ყაზანი, ყაზანის სახანოს ყოფილი დედაქალაქი, ერთთვიანი ალყის შემდეგ დაპყრობილ იქნა რუსი მეფის, ივანე მრისხანეს ჯარების მიერ. ქალაქის დაცვისას დაიღუპა ათიათასობით მისი დამცველი და ჩვეულებრივი მოქალაქე. მას შემდეგ თათრეთის სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა.

მიტინგის ორგანიზატორები იყვნენ სრულიად თათრეთის საზოგადოებრივი ცენტრი, თათრეთის ახალგაზრდობის მსოფლიო ფორუმი და ახალი თაობის მოძრაობა «Узебез» (ჩვენ თვითონ). ორატორები თათრულ ენაზე გამოდიოდნენ, რუსულად მხოლოდ მიტინგის რეზოლუცია წაიკითხეს. დოკუმენტში, რომელიც რუსეთის პრეზიდენს, სახ.სათათბიროს ხელლმძღვანელობას და ფედერაციის საბჭოს გაეგზავნა, აღნიშნული იყო, რომ „იმპერია ანადგურებს თავისი კოლონიების ხალხებს, კერძოდ - თათრებს,“ ახორციელებს რა მათს გენოციდს. „ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, - ნათქვამია ხსოვნის დღის რეზოლუციაში, - ხდება რუსეთის გამუდმებული რუსიფიკაცია და გაქრისტიანება, ყველაფერი პუტინის ვერტიკალის თარგზე მოყჰავთ.“

მომიტინგეები აპროტესტებდნენ დაახლოებით სამი ათასი თათრული სკოლის დახურვას, თათარსტანსა და ბაშკორტოსტანში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანას, ეროვნულ-რეგიონული კომპონენტის გაუქმების შესახებ ფედერალური კანონის მიღებას, თათრულ ენაზე რადიო და ტელეგადაცემების, ჟურნალ-გაზეთების ლიკვიდაციას. გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეებმა ბრალი დასდეს მოსკოვს მილი მეჯლისის დევნაში, რომელმაც 2008 წლის დეკემბერში უცხოეთის სახელმწიფოებს თათარსტანის დამოუკიდებლობის და სხვა ეროვნული ორგანიზაციების აღიარებისკენ მოუწოდა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე