RSS
რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთის ტერიტორია ჰაერიდან დაზვერეს
10.10.2009 19:11

რუსეთისა და საქართველოს სამხედრო თვითმფრინავების სადაზვერვო ფრენები საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე ორჯერ განხორციელდა 2009 წლის სექტემბერში, ბრიტანელი კოლეგების ჯგუფთან ერთად. ეს ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა გაავრცელა, რომელმაც თავისი უწყების ბლოგზე ჩატარებულ მისიას „წარმატებული“ უწოდა.

„ამ განხორციელებულმა ფრენებმა აჩვენა, რომ შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ყველაზე რთულ პირობებშიც კი, - დაწერა მილიბენდმა 8 ოქტომბერს. - ის, რომ მისია შეუფერხებლად ჩატარდა, არის არა მხოლოდ ბრიტანელი, არამედ რუსი და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის გამოვლინება.“

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მონაცემებით, პირველი ფრენა სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საჰაერო სივრცეში განხორციელდა. ამისთვის დაიქირავეს შვედეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან რუსეთის ტერიტორიის დასაზვერად გაფრინდა და რომელშიც ბრიტანელი, რუსი და ქართველი სამხედროების ერთობლივი ჯგუფი იმყოფებოდა. იგივე ჯგუფი იმყოფებოდა უკრაინულ სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც 30 სექტემბერს თბილისიდან აფრინდა და საქართველოს ტერიტორია დაზვერა.

მისია ხელშეკრულება „ღია ცის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა და საჰაერო შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენების რეჟიმს განსაზღვრავს. დოკუმენტი სამხედრო შეთანხმებას წარმოადგენს და არ არის დაკავშირებული იმ „ღია ცის“ წესებთან, რომლებითაც სამოქალაქო ავიარეისები ხორციელდება. ხელშეკრულების მიზანი ურთიერთგაგებისა და ნდობის გაძლიერებაა, რისთვისაც მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაგროვონ ინფორმაცია მათი დაინტერესების შეიარაღებული ძალების შესახებ, სადაზვერვო ფრენების საშუალებით. ამ სამხედრო ხელშეკრულების მონაწილეა 34 სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთი და საქართველო.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე