RSS
რუსეთის მთავარ “ქურდს” წესი “აფხაზეთის ეპარქიის” ხელმძღვანელმა აუგო
16.10.2009 14:29
სალომე გოგოხია
გაზეთი "რეზონანსი"

რა აკავშირებდათ ერთმანეთთან “იაპონჩიკსა” და ბესარიონს?

13 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, “კანონიერი ქურდი”, 69 წლის ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე “იაპონჩიკი” დაკრძალეს. მასთად გამოსათხოვრად კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები შეიკრიბნენ.

“რეზონანსთან” საუბარში ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ლევან კიკნაძე დაწვრილებით საუბრობს აპლიას წარსულისა და “იაპონჩიკთან” მისი ურთიერთობის შესახებ.

“აფხაზეთის საეკლესიო ადმინისტრაცია წარმოდგენილია ე.წ “სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საბჭოს” სახით, რომელსაც სათავეში უდგას საბჭოს მმართველი მამა ბესარიონი. ბესარიონ იოანეს ძე აპლია 1947 წელს, გუდაუთის რაიონ სოფელ ლიხნში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დამთავრებული აქვს სოხუმის ინდუსტრიული და ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმები. მამა ბესარიონი ახალგაზრდობაში “ქურდული” ტრადიციების მატარებელი იყო. წარსულში იგი ქურდობისათვის არის ნასამართლევი. სასჯელს რუსეთის ფედერაციის ციხეში იხდიდა. სწორედ იმ პერიოდში გადაიკვეთა მისი და “იაპონჩიკის” გზები.

“სასჯელის მოხდის და აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ აპლიამ მსახურება დაიწყო ლიხნის ტაძარში მედავითნედ. შემდგომ გახდა მორჩილი და პირველი ადამიანი, ვინც ლოცვებს აფხაზურ ენაზე კითხულობდა. 1989 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1990 წელს - მღვდლად; მსახურობდა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების დროს აპლია გუდაუთის ეკლესიის წინამძღვარი იყო. ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.

“სოხუმის ეკლესიაში ხშირად სტუმრობდნენ რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, რომელთა გამასპინძლების შემდგომ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამა ბესარიონს არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მრევლისათვის. ამის გამო აპლია არ სარგებლობს ავტორიტეტით როგორც აფხაზეთის ღვთისმსახურთა შორის, ასევე მორწმუნეთა გარკვეულ ნაწილში”, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, აპლიამ არაერთხელ მიმართა რუსეთის პატრიარქს აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის ეკლესიაში დაქვემდებარებაში შეყვანის თხოვნით. 2004 წლის 10-13 ივლისს მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარში რუსეთის პატრიარქ ალექსი მე-2-ის კურთხევით აპლიამ სამი ლიტურღია ჩაატარა აფხაზურ ენაზე. რუსული ეკლესიის მიერ იგი დაჯილდოვებულია ღირსი მამის სერგი რადონოჟელის მესამე ხარისხის ორდენით.

“აპლია ომის დროს ხშირად სტუმრობდა კაზაკთა, სომეხთა და რუსების დაქირავებულ შეიარაღებულ რაზმებს და მათ ქართველების წინააღმდეგ მოძღვრავდა,” - დასძენს კიკნაძე.

(გადაბეჭდილია შემოკლებით)


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე