RSS
ბაღაფშს არჩევნების მოგება გაუჭირდება
16.10.2009 14:36
სალომე გოგოხია
გაზეთი "რეზონანსი"

“ამჟამად ყველაზე რეიტინგული ხაჯიმბაა” - ლევან კიკნაძე

12 დეკემბერს აფხაზეთის “საპრეზიდენტო” არჩევნები გაიმართება. ჯერჯერობით, კანდიდატები ოფიციალურად არ დასახელებულან, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილ დროში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმაზე თუ ვინ იბრძოლებს საპრეზიდენტო სავარძლისათვის. წინა არჩევნებისგან განსხვავებით კრემლიც ჯერ არ ახმაურებს თავისი ფავორიტის ვინაობას.

თუმცა, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ლევან კიკნაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფავორიტი კვლავ ოპოზიციაში გადასული ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იქნება. მისი თქმით, დღესდღეობით ხაჯიმბას რეიტინგი მაღალია და მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

ვის აქვს გამარჯვების შანსი და ვის კანდიდატურას დაუჭერს კრემლი მხარს? ლევან კიკნაძეს ასეთად ხაჯიმბა მიაჩნია.

“ამჟამად ყველაზე რეიტინგული ხაჯიმბაა. გამორიცხული არაა, ხაჯიმბა და ბუთბა გაერთიანდნენ, რადგან წინასაარჩევნოდ მათი გამოსვლები, პრესკონფერენციები იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ეს ორი ძალა ერთად გამოვიდეს ბაღაფშის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაღაფშის მმართველობით უკმაყოფილოა. ძალიან მძიმე ვითარებაა აფხაზეთში. უკმაყოფილება გამოითქმის ბაღაფშის მიერ რუსეთთან გატარებული პოლიტიკის მიმართებაში. თითქმის მთელი ბერკეტები გადაეცა რუსეთს. აქედან გამომდინარე, ამ ვითარებით სარგებლობენ ოპოზიციური ძალები და თავის საარჩევნო კამპანიას ზუსტად ამ მიმართულებით აწარმოებენ,” - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ბაღაფშის მმართველობის პერიოდში მაღალ დონეს მიაღწია კორუფციამ. ეკონომიკური ბერკეტები ბაღაფშის და შესაბამისად მისი სანათესავოს ხელში აღმოჩნდა. გაყიდვა, გასხვისება, პრივატიზაცია, ბაღაფშის კლანის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა.

“ბევრს ჰგონია, რომ ამას იქ ყურადღებას არ აქცევენ; ექცევა და ძალიანაც მტკივნეულად განიცდის მოსახლეობა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ მმართველობაში ხაჯიმბა მოვიდა, ის ამ ვითარებას გამოასწორებს და რუსეთთან მიმართებაში უფრო რადიკალური გახდება. არავითარ შემთხვევაში. ის არც პროაფხაზური გახდება. პირიქით, ყველაზე მეტად სწორედ ხაჯიმბა გაატარებს რუსეთის პოლიტიკას,” - ამბობს კიკნაძე.

კიკნაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი სწორედ ხაჯიმბას დაუჭერს მხარს, “რუსეთის ფავორიტად ყოველთვის ხაჯიმბა ითვლებოდა. პრაქტიკულად, ხაჯიმბა რუსეთის გენერალია. ასე რომ, რუსეთი ალბათ ხაჯიმბას დაუჭერს მხარს.”

რაც შეეხება არჩევნებში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის შანსებს, კიკნაძე ამბობს, რომ მას გამარჯვების შანსი არ აქვს, “ბევრი რამის გამო ნაკლები მხარდამჭერები ჰყავს. შეიძლება მან არც დააყენოს თავისი კანდიდატურა. გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან ელექტორატი არ ჰყავს,” - დასძენს კიკნაძე.

(გადაბეჭდილია შემოკლებით)


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე