RSS
გოჩა გვარამია: "ხაჯიმბა ცდილობს რუსეთს დეკლარირებული ფორმით გაემიჯნოს"
20.11.2009 10:49
გიორგი კალატოზიშვილი
"ვესტნიკ კავკაზა", თბილისი

12 დეკემბერს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანიას საქართველოში ყურადღებით ადევნებენ თვალს. "Вестник Кавказа" აფხაზეთის არჩევნებზე ესაუბრა "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელს, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის "Грузия Online"-ს მთავარ რედაქტორს გოჩა გვარამიას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მშვიდი იქნება ეს არჩევნები? 2004 წელს ხომ მწვავე დაპირისპირება წარმოიშვა მთვარ კონკურენტებს - ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის, რომლებიც პრეზიდენტის პოსტისათვის კვლავ მთავარი კონკურენტები იქნებიან.

- რუსეთის მედიაში ბოლო პერიოდში აქტიურად ჩნდება ინფორმაციები, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები აფხაზეთში აგენტურას აგზავნიან და ამ კუთხით ააქტიურებენ თავიანთ საქმიანობას . ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ზემო აფხაზეთში, კერძოდ საკენში ნაპოვნი იქნა დიდი რაოდენობით საბძოლო მასალების სპეციალურად მოწყობილი სამალავი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია დაიძაბება და ამით საინფორმაციო ფონს ქმნიან, რათა ვითარების გამწვავების შემთხვევაში ყველაფერი ქართულ მხარეს დააბრალონ. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, პროცესები არ მიიღებს ისეთ დრამატულ ხასიათს, როგორც ეს 2004 წელს იყო. დღეისათვის აფხაზეთში ყველას და ყველაფერს რუსი სამხედროები და ფსბ აკონტროლებს, ხოლო მოსკოვი მოწოდებულია მსოფლიოს დაანახოს, რომ აფხაზეთი ახალი დემოკრატიული ქვეყანაა. ამიტომაც კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები თავიდან იქნას აცილებული.

- თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ თუ ვინ იქნება ამ არჩევნებში ძირითადი კონკურენტები?

- ძირითადი მოწინააღმდეგები ამ არჩევნებშიც რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში იქნებიან. კრემლი პრეზიდენტობისათვის მათ ბრძოლაში ოფიციალურად არ ჩაერევა. ვინაიდან, როგორც ეს უკვე ზემოთ ავღნიშნე, მოსკოვი ცდილობს დემონსტრირება გააკეთოს, რომ საუბარია სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, და ამიტომ ისინი არ აპირებენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობას თავად შეუძლია და აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წინა არჩევნებამდე, 2004 წლის გაზაფხულზე, ვლადიმერ პუტინმა სოჭში რაულ ხაჯიმბას ოფიციალურად მიულოცა ფსბ-ს გენერლობა და პირადად გადასცა ფსბ-ს გენერლის "პაგონები". ასე რომ პუტინი აუცილებლად თავის კოლეგას - ჩეკისტს დაუჭერს მხარს. თუმცა ეს მხარდაჭერა არ იქნება ოფიციალურად აფიშირებული. ამასთან ერთად ხაჯიმბას პოზიციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. წინა არჩევნებზე მისი კამპანია აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეაზე იყო აქცენტირებული და ამიტომაც აფხაზებმა მას მხარი არ დაუჭირეს. დღეს კი მისი პოზიცია სრულიად საპირისპიროა - ხაჯიმბა ბაღაფშის პრორუსული პოლიტიკისა და თვით რუსეთისაგან ცდილობს დეკლარირების დონეზე დისტანცირება მოახდინოს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე უკეთ გაატარებს კრემლის პოლიტიკას. საერთოდ მოსკოვისათვის სულერთია ვინ გაიმარჯვებს. მისი მთავარი მიზანია მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ აფხაზეთში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია.

- რა შეგიძლია თქვათ მესამე კანდიდატზე - ბიზნესმენზე ბესლან ბუთბაზე?

- როგორც ცნობილია დღეისათვის ბესლან ბუთბა ოპოზიციაში უდგას ბაღაფშს. იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა გახდა საჭირო და დაგა საკითხი - ბაღაფში თუ ხაჯიმბა - ბუთბა ხაჯიმბასთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მას მის მთავრობაში მაღალ თანამდებობას შესთავაზებს, ანუ, მეორე ტურში ისინი გაერთიანდებიან რათა ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ ბაღაფშს.

- ვის დაუჭრს მხარს აფხაზეთის გალის რაიონის ქართული მოსალეობა?

- დღევანდელ სინამდვილეში აფხაზეთში მოქმედი კანონმდებლობით, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას აფხაზური პასპორტების გარეშე უფლება არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არსებული ინფორმაციით დღესათვის გალის რაიონში აფხაზური პასპორტი სამი ათასს კაცამდე აქვს აღებული. ანუ დანარჩენ ათეულობით ათას ადამიანს ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება. დღემდე აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელი იყო როგორც ძველი, სსრკ პასპორტების, ასევე ე.წ. ფორმა 9 საფუძველზე, ეს ფორმა კი დღეს გაუქმებულია. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად აფხაზეთში არჩევნებში მოწილეობის მიღება მხოლოდ ახალი აფხაზური პასპორტების სფუძველზეა შესაძლებელი.

- რამდენად აწყობს ეს ხაჯიმბას, როგროც ცნობილია 2004 წელს გალის რაიონში თითქმის ყველა ამომრჩეველმა ბაღაფშს დაუჭირა მხარი?

- რა თქმა უნდა ამგვარი ვითარება ხაჯიმბას უფრო აწყობს, ვიდრე ბაღაფშს. 2004 წელს არჩევნების შედეგები ბაღაფშის სასარგებლოდ სწორედ გალის რაიონის მოსახლეობამ გადაწყვიტა. აფხაზეთში შემთხვევითი არ ყოფილა ვნებათაღელვა გალის რაიონის მოსახლეობისათვის აფხაზური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით. აფხაზური პოლიტიკური ელიტა არ არის გარკვეული თუ ვის მისცემს ხმას გალის რაიონის მოახლეობა. აფხაზეთში ოპოზიციური ძალები მიიჩნევენ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა კვლავ ბაღაფშს დაუჭერს მხარს, ამიტომ მიღებული კანონით ისინი პრაქტიკულად ხელოვნურად ამოაგდეს ამომრჩეველთა სიიდან, გარდა ამისა არჩვნების დამთავრებამდე შესაბამის ორგანოებს აეკრძალათ მათთვის აფხაზური პასპორტების გაცემა რითაც ჩამოერთვეათ საკუთარი ნების გამოხატვის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არიან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე