RSS
"მისტრალი" და რუსეთის ახალი "სამშვიდობო" ინიციატივა
25.11.2009 21:55
ვასილ კვირიკაშვილი, გოგი მაისურაძე
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

25 ნოემბრიდან ორი მნიშვნელოვანი მოვლენის საინტერესო თანხვედრას შეიძლება ვადევნოთ თვალი, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან. ამ დღეს პარიზში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ორმხრივი სამთავრობო ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშაძე და მისი ფრანგი კოლეგა ბერნარ კუშნერი დაგეგმილ შეხვედრაზე უსაფრთხოების რიგ საკითხებს განიხილავენ. კერძოდ: ვითარებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტურ ზონებში და 2008 წლის 12 აგვისტოს ე.წ. "მედვედევ-სარკოზის" გეგმის შესრულებას, რომლის ხელმოწერის პერიოდში შუამავლად ელისეის სასახლის დღევანდელი მასპინძლები - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და იმ დროს მისი თანმხლები კუშნერი იყვნენ.

პარიზის მოლაპარაკებას წილად ხვდა გამართულიყო შემტევითი ფუნქიების მქონე "Mistral"-ის კლასის უახლესი ფრანგული საბრძოლო ხოლომალდის ფონზე, რომელიც სამდღიანი "ტექნიკური" ვიზიტით რუსეთის ტეტორიულ წყლებში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგის რეიდზე 22 ნოემბრიდან იმყოფება. 24 ნოემბერს ხომალდი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის ფედერაციის გემთმშენებელი მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე ვერტმფრენების მწარმოებელი სააქციო საზოგადოება "Камов"-ის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. ამასთან, ვაშაძის საფრანგეთში ვიზიტის დღეების პარალელურად, ბალტიის ზღვაზე რუსებთან ერთობლივ წვრთნებში "Mistral"-ის მონაწილეობა დაიგეგმა. მხარეებს მიზნად დასახული აქვთ "Mistral"-ზე რუსეთის შეიარარებაში არსებული უახლესი მოიერეშე ვერტმფრენის Ка-52 ("Аллигатор") აფრენა-დაჯდომის შესაძლებლობების განსაზღვრა. სწავლების ამ კუთხით წარმატებით ჩავლის შემთვევაში, ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება რუსეთის მხრიდან "Mistral"-ის შეძენის საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის.

მოსკოვი "Mistral"-ის შეძენის საკითხს რამდენიმე კვირიანი სიჩუმის შემდეგ დაუბრუნდა. გარდა ამისა რუსეთი საფრანგეთისაგან არა მარტო მოიერიშე სადესანტო ხომალდის ყიდვით არის დაინტერესებული, არამედ "Mistral"-ის კლასის ხომელდების საკუთარი ძალებით წარმოების ლიცენზიის შეძენაზეც აცხადებს პრეტენზიას. ამგვარად კრემლი როგროც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე მთელს მსოფლიოში ცდილობს გაამყაროს და განავითაროს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები, რის განხორციელებასაც მისთვის ყველა მისაწვდომი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორის გამოყენებით აპირებს. ყველაფერი კი ხორციელედება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორი ქვეყნებისათვის გლობალურ პოლიტიკად იქცა, მაშინ როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა ამ მიართულებით დასახული გეგმების რეალიზების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეისათვის მსოფლიოში შეიარაღების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელს და ექსპორტიორს წარმოადგენს, 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში "დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით" საკუთარი შეიარარებული ჯარების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა გადაწვიტა. ამ პროექტის ფარგლებში გადაიარაღების თვალსაზრისით, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების იმპორტზე, რუსეთის ბიუჯეტში სოლიდური თანხებია გათვალისწინებული. მათთვის, ვისთვისაც ცნობილია კრემლის ლიდერების ამბიციური განცხადებები, ნათელი უნდა იყოს რუსეთის რევანშისტული გეგმების მისწრაფებები. რუსეთი ევრაზიის სივრცეში ერთპიროვნული ლიდერის როლის დამკვიდრების, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში კონტროლის და იქ მიმდინარე პროსებზე ზედამხედველის სტატუსის აღდგენას გეგმავს. ამ მიმართულებით რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მის ყველა მეზობელ ქვეყანას, პირველ რიგში საქართველოსა და უკრაინას, ერთნაირად უქმნის საფრთხეს.

როგროც ცნობილია, რუსეთი ახლო მომავალში გარდა საფრანგეთისა, გერმანიისაგანაც გეგმვავს უახლესი სამხედრო ტექნიკის შესყიდვას. "რუსეთი საფრანგეთისაგან ვეტმფრენმზიდი "Mistral"-ის ყიდვაზე, მისი ტექნოლოგიებიების შესწავლაზე და შემდგომში ანალოგიური ხომალდების სამამულო წარმოების განზრახვაზე უარის თქმას არ აპირებს" - ცოტა ხნით ადრე განაცხადა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ოლეგ ბურცევმა. მისივე სიტყვებით, "Mistral"-ი თანამედროვე ამფიბიურ-სადესანტო ხომალდია, რომელიც ინოვაციური მეთოდებითაა აგებული. "Mistral"-ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მხრიდან არსებული გარკვეული წინააღმდეგოგებისა და ამ საკითხთან თავდაცვის სამინისტროს ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, ბურცევი მაინც გამოთქვამს სურვილს "შეიძინოს ერთი და რუსეთში ორგანიზება გაუკეთოს ანალოგიური სამი-ოთხი ხომალდის წარმოებას".

ოლეგ ბურცევის სიტყვებით, "Mistral"-ი "შესანიშნავ საშუალებას იძლევა სამშვიდობო (!?!) და სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად", თუმცა ამ კლასის ხომალდის მთავარი დანიშნულება სამხედრო ძალების დესანტირებაა. "Mistral"-ი თავისი ტექნიკური პარამეტრებით უნიკალურ ხომალდს წარმოადგენს. იგი ერთდროულად შეტევით ვერტმფრენმზიდსა და სამეთაურო შტაბს წარმოადგენს. მისი სტანდარტული წყალწყვა 16 500 ტონას, ხოლო სრული 21 300 ტონას შეადაგენს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 18,8 კვანძი, ხოლო ცურვის მაქსიმალური სიშორე - 19 800 საზღვაო მილია.

199 მ. სიგრძისა და 32 მ. სიგანის "Mistral"-ს ერთდროულად 16 ვერტმფრენის (მათ შორის 6-ს ზემო გემბანზე შეუძლია ბაზირება), 2 ჰაერის ბალიშებზე ან 4 მსუბუქი სადესანტო კატარღის, სატვირთო გემბანზე 40-დე ტანკის და ამასთან 900 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია. ხომალდის პირადი შემადგელობა 160 ადამიანს, მათ შორის 20 ოფიცერს შეადგენს. 2006 -2007 წლებში საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალების შეიარაღებაში ორი ამგვარი ხომალდი შევიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 680 მილიონი ევრო შეადგინა.

ამასთან, "Mistral"-ის სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობების შეფასებისას მნიშვნელოვანია თვით რუსი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები, რომელთა მტკიცებით, ფრანგული ხომალდი, მისი მოქმედების დიდი რადიუსიდან გამომდინარე, დღეისათვის რუსეთისათვის პრინციპში გამოუსადეგარია. "სამხედრო ექსპერტები ამგვარ შეფასებებს, როგორც იტყვიან, უშუალოდ რუქასთან მდგარი აკეთებენ. თუ წარმოვიდგენთ პატარა ინტენსივობის კონფლიქტს, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან, მაშინ ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი რომელიმე ჩვენს უახლოეს მეზობელთან უნდა ვიგულისხოთ", - აცხადბეს რუსი სამხედრო ექსპერტი ვალდისლავ შურიგინი.

სავარაუდოდ, რუსეთი ამ კლასის ხომალდების ბაზირებას შავ ზღვაზე და შორეულ აღმოსავლეთში გეგმავს. რაც შეეხება "Mistral"-ების რუსეთის ჩრდილოეთის წყლებში განლაგებას, ეს ვარიანტი რუსეთისათვის ყოვლად მიუღებელია: ეს ბაზები ძალიან შორს მდებარეობენ "სამშვიდო ოპერაციების" და "ძალების დემონსტრირების" სავარაუდო ზონებიდან. რაც შეეხება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო საზღვაო ფლოტს, რომელიც დაკომპლექტებულია 197-ე საზღვაო ბრიგადის სახით, მის შემადგენლობაში 7 დიდი სადენსატო ხომალდი შედის. აქ კი ძალაუნებურად ისმის კითხვა: ქვეყანას, რომელსაც შავ ზღვაზე მცირე საზღვაო აკვატორია გააჩნია, რომელშიც ამდენი სადესანტო ხომალდია, რისთვის სჭირდება დამატებით უახლესი ფრანგული ვერტმფრენმზიდის შესყიდვა? პასუხი ერთმიშვნელოვანია - რა თქმა უნდა შესაძლო შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაგეგმისა და სხვა ქვეყნების სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადმოსხმისათვის. ყველაზე უკეთ ამ როლისათვის საქართველო და უკრაინა განიხილიბა. შავი ზღვის აუზის დანარჩენი ქვეყანა კი NATO-ს წევრები არიან და მათ მიმართ რაიმე აგრესიული გეგმების გაფიქრებაც კი რუსეთისათვის სავალალო აღმოჩნდება.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო, სარაკეტო და საგუშგო ხომალდები აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან უკვე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ კი აფხაზეთის აკვატორიაში. ამ დღეებში მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის წყალქვეშა ნავი "Алроса", რომელიც პრაქტიკულად რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიის ერთადერთი ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა გემი იყო. "SOS" სიგნალის გაშვების შემდეგ იგი ბუქსირით პორტში გადაიყვანეს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტური იყო რუსეთის ფლოტის სავალალო მდგომარეობისა, თუმცა დამატებითი არგუმენტიც გახდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი ფრანგული ხომალდითა და გერმანული დიზელის საწვავის "212" კლასის წყალქვეშა ნავებით გაძლიერების თვალსაზრისით, რომელთა შეძენა თავის მხრივ მოსკოვის კიდევ ერთხელ გაცხადებულ ამბიციად უნდა ჩაითვალოს.

რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის თანახმად, რომელიც "თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს" უნდა პასუხობდეს, მოსკოვი შეიარაღებული ძალების გამოყენებით ენერგეტიკულ და სხვა რესურსებზე საკუთარი ზეგავლენის გასაძლიერებლად და ინტერესების დასაცავად, НАТО-ს გაფართოების წინააღმდეგ და სხვა მიზნებისათვის საბრძოლველად ემზადება, რაც პოტენციურად რუსეთის ყველა მეზობელ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. "რუსეთი ასევე თავის უმთავრეს ამოცანად ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტების აღკვეთას და შეჩერებას მიიჩნევს", ნათქვამია დოქტრინაში. ხოლო თუ რას მოისაზრებს რუსეთი ტემინებში "აღკვეთა" და "შეჩერება" – მსოფლიომ კარგად დაინახა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ "იძულებით მშვიდობის დამყარების" ოპერაციის განხორციელებით, რაც საქართველოს რეგიონების დაუფარავ ოკუპაციაში გამოიხატა.

მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს პუნქტი "НАТО-ს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა", რომელიც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში პრაქტიკულად ააშკარავებს "ველიკორუსულ" ინტერესებს. ძალაუნებურად გვახსენდება 2008 წლის "ბუხარესტის გაზაფხული", როდესაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა, უპირველესად გემანიამ და საფრნგეთმა საქართველოსა და უკრაინას უარი უთხრეს МАР-ის მინიჭებაზე. შედეგები მთელი შეგნებული მსოფლიო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი და ისინი არასახარბიელოა. ამ შედეგებმა განაპირობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიაციალური წარმომადგენლის მიერ ახლახან გაკეთებული გაცხადება იმის თაობაზე, რომ " საქართველოსა და უკრაინისათვის МАР-ის მინიჭების საკითხი 2009 წლის დეკემბერში განხილული იქნება НАТО-ს მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება". НАТО-ს ამ პოზიციას კრემლის არაადეკვატური მეპატრონეების მხრიდან უცებ მოჰყვა არაადეკვატური საბაბის ძიება და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერატიული გამოყენების შესახებ ე.წ. "მედვედევის კანონის" პომპეზური პრეზენტაცია, რომლის დეკლარირებულ "მიზანს" საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. რეალურად კი ეს უცხო ქვეყნების მიმართ სამხედრო ინტერვენციის ველიკორუსული აგრესიული შოვინიზმის ე.წ. "სამართლებრივ" ჩარჩოებში მოქცევის მცდელობას წარმოადგენს.

გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო, როდესაც რუსეთის შვი ზღვის ფლოტის ხომალდები გამოვიდნენ სევასტოპოლიდან და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა "რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში ყოფნის პირობების შეასხებ" შეთანხმაბაზე მითითებით ცდილობდა რუსული ხომალდების შეჩერებას, რუსეთმა, მისთვის ჩვეული ფორმით, იგნორირება გაუკეთა ორმხრივ შეთანხმებას და განახორციელა ის, რასაც საერთაშორისო სამართლის ენაზე უცხო ქვეყნის მიმართ სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია ჰქვია. თავის მხრივ კი იგნორირებული კიევი იმის იმედად რჩება, რომ რუსული მხარე ერთხელ მაინც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და 2017 წლის 28 მაისამდე სევასტოპოლის ნავსაყუდელიდან გაიყვანს თავის ფლოტს, ამასთან, დარჩენილ პერიოდში არ გაზრდის ყირიმში სამხედრო კონტიგენტს და შეინარჩუნებს შეთანხმებით გათვალისწინებულ დღეისათვის არსებულ პარამეტრებს. სწორედ ამაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა 19 ნოემბერს თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მოსკოვი კი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებას აპირებს. ამასთან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში პროვოკაციების ინსცენირებას, ხოლო ყირიმის ნახევარკუზნძულზე, ადგილობრივი ეთნიკური რუსული მოსახლეობის მანიპულირებით, ვითარების დაძაბვას აგრძელებს. რუსეთისათვის მისაღები მარიონეტული კანდიდატის გამარჯვება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ან კიდევ ყირიმში "ოსური სცენარის" გათამაშებით, მოსკოვი შავი ზღვის აუზში მთავარი "მოთამაშის" სტატუსს დაიმკვიდრებს. თუცა, შესძლებს თუ არა იგი უკრაინას თავს დაესხას – მთავარ კითხვად რჩება და რუსეთის შემდგომი ქმედებები ამ რეგიონში დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ძალთა განლაგებაზე და იმაზე, თუ რამდენად კონსოლიდირებული იქნება დასავლეთის პოზიცია კრემლის გეგმებთან მიმართებაში.

ამ ფონზე რუსეთი საქართველოს ტერიტრიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე "სათადარიგო მოედანის" შექმნით არის დაკავებული. ჩვენი მონაცემებით, რუსეთი ამ მიზნებისათვის ოჩამჩირეში ყოფილი სსრკ სასაზღვრო საგუშგოს საზღვაო ბაზის გამოყენებას აპირებს, რომელიც ამ მიზნებს იდეალურად ესადაგება და ამ ბაზაზე დიდი წყალწყვის სამხედრო გემების ბაზირების მიზნით, ფსკერის გაღრმავების სათანადო სამუშოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა უკვე შეასრულეს. დღეისათვის აფხაზეთის მონაკვეთზე მუდმივად პატრულირებს რუსეთის შვი ზღვის ფლოტის საგუშაგო ხომალდი "ნოვოროსისკი", რომელიც ერთ-ერთია იმ რვა ხომალდთაგან, რომელთა მეშვეობითაც კრემლი აფხაზეთში სასაზღვრო დაცვის დივიზიონის ჩამოყალიბებას აპირებს.

გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე აპირებს ფრანგული და გერმანული სამხედრო ხომალდების განლაგებას, რაც კრემლს შავი ზღვის აუზის თითქმის მთლიანად კონტროლის საშუალებას მიცემს. თავის მხრივ, მოვლენათა ამგვარი განვითარება, ამ რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილის და მათზე გამავალი ტრანსნაციონალური ენეგროპროექტების უსაფრთხოებას სერიოზულ საშიშროებას შეუქმნის. შესაძლებელია სურვილად დარჩეს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთიც და გერმანიაც გაითვალისწინებენ რუსეთის მზარდ იმპერიულ ამბიციებს და სრულად გაიზიარებენ პასუხისმგებლობას იმ მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც კრემლთან ასეთი მასშტაბების სამხედრო თანამშრომლობით იქნება გამოწვეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, როცა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ყურადღება სრულად გადატიანა ავღანეთის, პაკისტანისა და საერთოდ შუა აზიიზის პრობლემების მოგვარებაზე, "ძველმა" ევროპამ შეიძლება უნებლიედ შეუწყოს ხელი რუსეთს მისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში. რუსეთის გეგმებში კი ევროპული ინტერესების ადგილი ნამდვილად არ არის გათვალისწინებული, სამაგიეროდ ნათელია მისი სურვილი მოსწყვიტოს ევროპა კასპიის აუზისა და აზიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სიმდიდრეებს, რათა ულტიმატიური მეთოდებით და ზეგავლენის ე.წ. "ენერგეტიკული ბერკეტების" გამოყენებით დაიყოლიოს ევროპელები საკუთარი იმპერიული პოლიტიკის გატარებაში. თუმცა, "ძველ" ევროპას კარგად უნდა ახსოვდეს თუ რას უქადის აგრესორისათვის კვერის დაკვრა, რამაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე