RSS
მაისურაძე: რუსულ წყალქვეშა ნავზე მომხდარმა ავარიამ საქართველოს სერიოზული საფრთხე ააცილა
01.12.2009 12:48
"ექსპერტთა კლუბი"

რუსულ წყალქვეშა ნავზე მომხდარმა ავარიამ საქართველოს სერიოზული საფრთხე ააცილა, - მიაჩნია "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელ გოგი მაისურაძეს. საქართველოს ნაპირებთან ახლოს რუსულ წყალქვეშა ხომალდ "ალროსაზე" მომხდარი ინცინდენტის კომენტირებისას, მაისურაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლელების წყალქვეშა ხომალდს შეეძლო სხვადასხვა სახის საბრძოლო დავალებების შესრულება და ძალზე სახიფათო პროვოკაციების მოწყობა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაპირებისაკენ "ალროსას" გაგზავნა საქართველოსა და მის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაძაბვის სურვილით იყო ნაკარნახევი.

"არ არის გამორიცხული, "ალროსას" მეშვეობით განხორციელებულიყო დივერსიული ჯგუფების გადმოსხმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სანაპირო ზოლში განთავსებულ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ტერაქტების ორგანიზების მიზნით, - აღნიშნა ექსპერტმა, - მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ ტერაქტის სამიზნე ბათუმისა და სუფსის ნავთობის ტერმინალები ყოფილიყო. გარდა ამისა, "ალროსას" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიზნობრივად დაენაღმა უცხო ქვეყნის გემების შესაძლო მარშრუტები აფხაზეთის მიმართულებით და ამის შედეგად მომხდარ კატასტროფაში რუსეთს საქართველო დაედანაშაულებინა".

"ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ბაზირების შესახებ რუსეთისა და უკრაინის ორხმრივი შეთანხმება კრძალავს საბრძოლო გემების გასვლას ბაზიდან კიევთან შეთანხმების გარეშე. აქედან გამომდინარე, თუ გამომჟღავნდებოდა "ალროსას" მიერ განხორციელებული სამხედრო პროვოკაცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რუსეთის გათვლით ჩრდილი მიადგებოდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ამასთან დაკავშირებით გოგი მაისურაძერმ აღნიშნა, რომ "ალროსამ" სევასტოპოლის ყურე 20-დან 21 ნოემბერს ღამით, უკრაინის მხარის ნებართვის გარეშე ფარულად, წყალქვეშ მყოფმა დატოვა.

დიზელ-ექტრული წყალქვეშა გემი "ალროსას" სპეციალური აირგამწოვი სისტემა, რომელიც ხომალდის უკან პრქტიკულად არ ტოვებს კვალს, მაქსიმალურად ამცირებს მოწინაარმდეგის მხრიდან წყალქვეშა ნავის აღმოჩენის შესაძლებლობას. მისი ასეთი მახასიათებლების გამო დასვლეთის ანალიტიკოსებმა მას "შავი ხვრელი" შეარქვეს.

"ალროსას" ტექნიკური მახასიეთებლების მიხედვით მას 533 მმ-იანი 6 სატორპედო აპარატი, 18 ტორპედო, 4 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "იგლა". ამასთან ტორპედოების ნაცვლად შეიარაღებაში შეუძლია 24 წყალქვეშა ნაღმის ქონა. გემს შეუძლია ერთდროულად 5 სამიზნის კონტროლი, მათ შორის ორის - ავტომატურ რეჟიმში. "ალროსას" სამუშაო სიღრმე 240, ხოლო მაქიმალური სიღრმე 300 მეტრს შეადგს. მისი ეკიპაჟი 52 ადამიანისაგან შედგება. ხომალდის წყალწყვა (წლის ზევით/წყალქვეშ) შესაბამისად 2300/2950 ტონაა. "ალროსას" გააჩნია 2 დიზელის ძრავა და 5000 და 130 ცხენის ძალის სიმძლავრის 2 ელექტრო ძრავა. მისი ცურვის სიშორეა 400 საზღვაო მილი წყალქვეშ და 6000 საზღვაო მილი წყლის ზედაპირზე.

თავად რუსული წყაროების ცნობით, "ალროსაზე", რომელიც ერთადერთი საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ხომალდია რუსეთის შავი ზღვის ფლოტში, მწყობრიდან გამოვიდა ძრავა, თუმცა რეალურად რა მოხდა, არავინ იცის.

შეიძლება მაქსიმალური სიზუსტით ვივარაუდოთ, თუ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველო, რომ არა სერიოზული დაზიანება, რამაც სუბმარინის ეკიპაჟს მიაღებინა გადაწყვეტილება, გადაეცა სიგნალი "SOS", - განაცხადა გოგი მაისურაძემ, - რუსეთის მამამთავრების წაქეზებით მათი ჩინოვნიკები ისე მიეჩვივნენ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ზღვარგადასულ ქმედებებს, რომ აღარაფრად აგდებენ არც კანონებს, არც მორალს და თუ გნებავთ არც ადამიანურ პრინციპებს. ამ მოქმედებებში ჩანს, რომ მიუხედავად 20 წლისა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მათს აზროვნებაში არაფერი შეცვლილა. პირიქით, იმპერიული ზრახვები კიდევ უფრო გაუძლიერდათ და პრინციპი "ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია", დღეისათვის აბსოლუტურად დომინირებს მოსკოვში".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე