RSS
გოჩა გვარამია: გაურკვეველი დელეგაციების სახით რუსეთი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებს
03.12.2009 13:34
გაზეთი "24 საათი"

რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ექსპერტები თბილისში 1 დეკემბერს ერევნიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა თბილისის აეროპორტში მათ გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს, წერს გაზეთი "24 საათი".

გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კავკასიის კვლევის ცენტრის ინიციატივით უნდა ჩატარებულიყო. მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი სილაევი აცხადებდა, რომ საუბარი იქნებოდა არამარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არამედ ქართველი და რუსი მეცნიერ-ექსპერტების თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ.

გაზეთ "24 საათისათვის" მიცემულ ინტერვიუში, რუს მეცნიერთა და ექსპერტთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბუნდოვანი უწოდა "ექსპერტთა კლუბის" წევრმა გოჩა გვარამიამ, თუმცა მისთვის უცნაური არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა და ქართულმა მხარემ რუსულ დელეგაციას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცა.

გვარამიას განცხადებით, მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო, თუ ვინ იყვნენ რუს მეცნიერთა და ექსპერტთა სახელით საქართველოში შეხვედრების გამართვის მოსურნენი. "ჩემთვის უცნობია ამ დელეგაციის შემადგენლობა და პიროვნებების ვინაობა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები ოფიციალურად იგეგმება. ამ შემთხვევაში კი არც ჩვენს პრესაში და არც ტელევიზით ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ოფიციალური იფორმაცია არ ყოფილა გაჟღერებული. ძნელია, როცა არ იცი ვინ ჩამოდის და მათზე არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნია, გაიზიარო ის აზრი, რომ თითქოს ეს ადამიანები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, როცა ამ ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია, ამ აზრს არსებობის საფუძველი ნამდვილად გააჩნია", - აცხადებს გოჩა გვარამია.

გვარამიას თქმით, საქართველოში რუს მეცნიერთა და ექსპერტთა ჩამოსვლა უფრო პროვოკაციად უნდა განვიხილოთ, ვიდრე საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების სურვილად. "რუსეთში კარგად იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს ამ ფორმით საქართველოში არ შემოუშვებდნენ, მითუმეტეს ამის მაგალითი უკვე არსებობდა. ამ პროვოკაციით რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა საქართველო წარმოეჩინა, როგორც არაკონსტრუქციული ქვეყანა და მსოფლიოსათვის დაენახვებინა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობები არა რუსეთის, არამედ, როგორც თვითონ ამბობენ, "სააკაშვილის რეჟიმის" ბრალია. მაგრამ არის მეორე რეალობაც - საქართველოში რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად ჩამოდიან და მათ საქართველოში შემოსვლაზე არანირი პრობლემები არ ექმნებათ. ძნელია, ამ ვითარებაში ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე ნორმალურ ურთიერთობაზე ილაპარაკო. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი პროვოკაციებს თავს დაანებებს,”- განაცხადა გვარამიამ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე