RSS
პუტინს კავკასიიდან წასვლა არ სურს
11.12.2009 16:12
გოგი მაისურაძე
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გნაცხადა, რომ რუსეთი კავკასიიდან არ წავა. ეს განცახადება მან რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი ეთერით საუბრის დროს გააკეთა. ქვეყნის მეორე პირის ასეთი განცხადება მალამოსავით დაედებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ,,მოღვაწე,, რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც თავდაუზოგავად ამუშავებენ თავიანთ ქვეშევრდომებს ზემოდან დაშვებული დირექტივების დროულად შესასრულებლად. ყოველივე აღნიშნულის ერთ-ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ცხინვალი–ახალგორის დამაკავშირებელი პირდაპირი და შემოვლითი გზების გაცხოველებული მონდომებით მშენებლობა, რაც უპირველეს ყოვლისა რეგიონის გეოგრაფიული და სამხედრო–სტრატეგიული მდგომარეობითაა განპირობებული. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგორის რაიონში იმყოფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო–ინჟინერთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ახალგორი–ორჭოსანის დამაკავშირებელი გზის და ამ გზაზე არსებული ძველის ხიდების რესტავრაციის საჭიროებისათვის სათანადო დოკუმენტაციის შედგენას და მაღალგამტარუნარიანი ახალი ხიდების დაპროექტებას, რისთვისაც სჭირო აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

შემოვლითი გზის გაფართოებისა და მოხრეშვის მიზნით მდინარე მეჯუდას ხეობაში რუს სამხედროებს შეყვანილი ჰყავთ 200 ერთეულამდე ახალი ტრაქტორები და ავტომანქანები, აგრეთვე სამხედრო–საინჟინრო ნაწილები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. არსებული გზის გაფართოების მიზნით უზარმაზარ კლდეებსაც აფეთქებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე მეწყერსაშიში ადგილები აღოჩნდა, რომელთა ათვისება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, დასახული სამუშაოები მაინც გრძელდება. გზის დარჩენილი მონაკვეთის მთლიანად მოხრეშვას მშენებლები მომავალი წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ. ადგილობრივთა ინფორმაციით ახალი გზა სიგანით 12 მეტრიანი და სამზოლიანი იქნება. ადრე ეს გზა წლის ნებისმიერ დროს, ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასავლელად ითვლებოდა, იგი ძირითადად გამოიყენებოდა ტყიდან შეშის გამოსატანად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მასზე მოძრაობა მხოლოდ სამხიდიანი სატვირთო მანქანებით იყო შესაძლებელი. გვიან შემოდგომით და ზამთარში კი ამ გზით სარგებლობა შეუძლებელი ხდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ზემოთ მითითებული გზა ერთადერთია ახალგორის რაიონში, რომლითაც ქსნის ხეობის მცხოვრებლებს ექმნებათ საშუალება ცხინვალთან დასაკავშირებლად. ცხინვალის ხელისუფლებას ადრეც ჰქონია ამ გზის აღდგენის სურვილი და მცდელობაც, მაგრამ ზედაპირული გათვლებითაც კი იმდენად დიდ ხარჯებს მოითხოვდა, რომ იძულებული გახდა ხელი აეღო ამ განზრახვაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალგორის რაიონი დღემდე ყველაზე მილიტარიზებულ უბნად რჩება, სადაც რუს ოკუპანტებს საველე პირობებში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული. ზემოთ აღნიშნულის პარალელურად, რუსული საოკუპაციო ჯარები გულმოდგინედ ემზადებიან მომავალი ზამთრისათვის. იმარაგებენ სურსათ–სანოვაგეს და საცხებ–საპოხ მასალებს...

ჯავის რაიონის ს.მსხლებში კი რუსები განაგრძობენ ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც უკვე შეყვანილი ჰყავთ 13 ერთეული ,,ბტრ,,–ი, 26 ერთეული ,,ურალი,,–ს მარკის ავტომანქანა ცოცხალი ძალით, რამოდენიმე სარაკეტო დანადგარი, (დამონტაჟებული სატვირთო ავტომანქანაზე, გადახურული ტენტით). იმავე რაიონის ბუზალის ხეობაში, ცენტრალური გზიდან დაახლებით 1,5 კილომეტრში ეკლიანი მავთულხლართებით შემოღობილია მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებულია 10 ყაზარმა, მთის ფერდობზე გაშლილია ამდენივე სამხედრო კარავი, იქვე ახლოს მოწყობილია 8 სანგარი, რომელშიც განთავსებულია სამხედრო ტექნიკა.

ჩვენის აზრით, რუსების მხრიდან ასეთი დიდი ყურადღება ახალგორი-ცხინვალის მშენებარე მაგისტრალისადმი განპირობებულია პირველ რიგში არა "ოსი ძმებისადმი" მზრუნველობით, არამედ რეგიონში დისლოცირებული ოკუპაციური სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელობის უშუალო დაინტერესებით, რათა საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს სამხედრო ნაწილების მანევრირების საშუალებები და სამხედრო ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობები, როგორც საქართველოს ისე ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. (რისი შესაძლებლობებიც 2008 წლის აგვისტოს კამპანიის დროს მას არ გააჩნდა)... აგრეთვე იმავე მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მისი სამხედრო–სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, რუს სამხედროებს ოს სეპარატისტებთან ერთად უფრო მეტი საშუალებები მიეცეთ თრუსოს ხეობის ხელში ჩაგდების თუ არა მისი სრული კონტროლისთვის მაინც.…

მართალია, პრემიერ-მინისტრ ვ. პუტინის განცხადებით რუსეთი არ აპირებს ახლო მომავალში კავკასიიდან წასვლას, მაგრამ ვიმოდევნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა შეაცვლევინებს რუსეთს აგრესიული პოლიტიკის კურს და მისი მსოფლიოსთან, პირველ რიგში მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ ხასიათს მიიღებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე