RSS
გამჭვირვალე არჩევნები, თუ ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი?
13.12.2009 11:46

სოხუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურის დაკვირვებას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი აპირებს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მარიონეტული რეჟიმის ე.წ. "საპრეზიდენტო" არჩევნებზე დამკვირვებლის როლში იმყოფება. სამართლიანი არჩევნების საკითხებში რუსეთის მთავარმა სპეციალისტმა უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთში "არჩევნები მძაფრი კონკურენციით მიმდინარეობს და მას შეიძლება გამჭვირვალე ვუწოდოთ".

ამასთან, აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები მასიურ დარღვევებზე საუბრობენ და "მოლოდაია აბხაზიას" მიერ ჩატერებული ეგზიტ-პოლის შედეგების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამ ორგანიზაციის მონაცემებით ბაღაფში 57,5%-ით ლიდერობს, 18,5%-ით მეორე ადგილს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა იკავებს, ხოლო 14,8%-ით მესამე ადგილზე აფხაზეთის ყოფილი ე.წ. "ვიცე-პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა იმყოფება, რომელიც ბაღაფშის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

ეგზიტ-პოლის ეს მონაცემები "მანიპულირების უპრეცენდენტო ფაქტია, ან კიდევ ბაღაფშის საარჩევნო შტაბის წევრების ამადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი", - განუცხადა ჟურნალისტებს ფონდ "თანამედროვე პოლიტიკა"-ს კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა ვ.ნესტერენკომ. მას მიაჩნია, რომ საკითხებისადმი ბაღაფშის საარჩევნო შტაბის ასეთი მიდგომა "მის იმიჯზე და საქმიან რეპუტაციაზე აუცილებლად ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს, ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოტყუებული აფხაზეთის მოქალაქეების ქუჩაში საპროტესტო გამოსვლების მიზეზიც გახდეს".
 

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი