RSS
რუსებმა დაკავებული ქართველები თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს
05.01.2010 17:05

3 იანვარს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორის მკვიდრი ჭითაშვილი და ჩხეტია გალის იზოლატორიდან გუშინ საღამოს, თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სოფელ ფიჩორიდან ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აცნობა.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდები სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების სანაცვლოდ თითოეულმა, სავარაუდოდ, 200 ლარის ოდენობით რუსული რუბლი გადაიხადა.

ცნობისათვის: რუსმა სამხედროებმა ორი ახალგაზრდა ჭითაშვილი და ჩხეტია 3 იანვარს დილით ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურსა და გალის რაიონის სოფელ ფიჩორს შორის მდებარე გადასასვლელზე დააკავეს.

დაკავებულები ზუგდიდის ტერიტორიაზე ნათესავებთან იყვნენ გადასულები და სახლში შემოვლითი გზით მალულად ბრუნდებოდნენ. სწორედ ამ დროს დააკავეს სამხედროებმა და გალის იზოლატორში წაიყვანეს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე