ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების მიერ კვლავ გრძელდება და უფრო მეტი ინტენსიურობით მიმდინარეობს რაიონიდან თრუსოს ხეობაში (ყაზბეგის რაიონი ) გადასასვლელი საცალფეხო ბილიკების შესწავლა, რისთვისაც აქტიურად იყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მონადირეებს.
აღნიშნული დღითი დღე იძენს მეტ აქტუალურობას იქიდან გამომდინარე, რომ ვლადიკავკაზში დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “დარიალს” ჯერაც არ განელებია საქართველოს ძირძველი ტერიტორიის– ყაზბეგის რაიონის ხარჯზე ,ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის “სამფლობელოს” გაფართოების ხარბი სურვილი.
როგორც ზემოთმოყვანილიდან აშკარად იკვეთება, რუსი მესაზღვრეების, ოსი სეპარატისტებისა და მათ უკან მდგომი დერჟავული ძალების მიზნები და ამოცანები საქართველოს წინააღმდეგ ამ საკითხშიც, სრულიად თანხვედრი ყოფილა.
|