RSS
სოფელ პერევში დისლოცირებული რუსი ოკუპანტების მორიგი გამოხტომა
20.01.2010 16:26

ა/წ 20 იანვრიდან ზამთრის არდადეგების შემდეგ საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზოგიერთ სკოლაში, სასწავლო პროცესი განახლდება. სოფელ პერევის სკოლის გოგო–ბიჭებს და არა მარტო მათ, მორიგი სიურპრიზი მოუმზადეს იქ დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა და სწავლის დაწყება თავისებურად “მიულოცეს”.

რუსებმა მთლიანად აღწერეს სოფლის მოსახლეობა ჩვილი ბავშვების ჩათვლით. მშობლებს დაავალეს ბავშვების დაბადების მოწმობის რუსულად თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. სკოლის მოსწავლეებს და ზრდასრულ მოქალაქეებს დაუწესეს საერთაშორისო პასპორტების თან ტარება, რომლებშიც გვარსახელები ლათინურადაც არის ჩაწერილი, რომლითაც გაუადვილდებათ მათი იდენტიფიცირება. ყველანი გაფრთხილებული იქნენ იმის შესახებ,რომ აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბლოკ–საგუშაგოზე არავის აღარ გაატარებენ.

ამის გარდა სამხედროები ჩხრეკენ მათ სატრანსპორტო საშუალებებს და ხელბარგს. დიდი მოცულობის ტვირთებს საგუშაგოზე ატოვინებენ. პერეველთა გადმოცემით, ბოლო დროს რუსები იმდენად ამკაცრებენ სოფელში შესვლა–გამოსვლის წესებს, რომ ვისაც სხვაგან გადასვლის საშუალება გააჩნია ისინი იძულებული ხდებიან დატოვონ თავიანთი სახლ–კარი.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე