RSS
რუსი ოკუპანტები ახალგორის გამგებელს რაიონში აღარ უშვებენ
12.02.2010 14:02

რუსი ოკუპანტების ბრძანებით, ახალგორის გამგებელს ზურაბ ფიცხელაურს თვენახევარია ოკუპირებულ რაიონში აღარ უშვებენ.

ფიცხელაურის თქმით, ოკუპაციის შემდეგ, მას ახალგორთან მუდმივი კავშირი ჰქონდა და რაიონში სისტემატიურად შედიოდა, რათა სეპარატისტულ ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობა მოეგვარებინა და კონფლიქტი არ წარმოშობილიყო. მისივე თქმით, ურთიერთობის მოგვარება რაიონში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხოდ შესვლას უწყობდა ხელს.

“ქართველებს და ოსებს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსებს აღარ მოეწონათ და დე-ფაქტო საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მითითება გასცეს, რომ მე რაიონში აღარ შევეშვით. სხვათაშორის, ოკუპანტებმა მიზეზი პირდაპირ განმიცხადეს, რომ ოსებში მათ საწინააღმდეგო იდეოლოგიას ვნერგავდი. ახლა კი, სამწუხაროდ, მგლების შემოსევის პრობლემის გადაჭრასაც ვერ ვახერხებ. ადგილობრივი მოსახლეობა არც სეპარატისტებს აინტერესებთ და არც ოკუპანტებს. როცა რაიონში შესვლის შანსი მქონდა, ასეთი საკითხების მოგვარებას მაინც ვახერხებდი. აქედან მაინც შევეცადე პრობლემის გადაჭრას. სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტელეფონით დავუკავშირდი და შევთავაზე, ჯგუფი შეექმნათ, რომელიც სოფლებში მოთარეშე მგლებზე ინადირებდა. სამწუხაროდ მათ ჩემი წინადადება არ გაითვალისწინეს და მოსახლეობა ისევ საფრთხეშია”, - განუცხადა ფიცხელაურმა სააგენტო "მედიანიუსს".

უკვე რამდენიმე დღეა, ახალგორის რაიონის სოფლებში მგლები დათარეშობენ და ხალხს სახლებიდან პირუტყვს სტაცებენ. იმის გამო, რომ მოსახლეობას იარაღი არ აქვს, მგლების შიშით სამეურნეო საქმეებზე გარეთ გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. სეპარატისტული ადმინისტრაცია კი, მათ დასაცავად არაფერს აკეთებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე