RSS
ნოღაიდელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გეგმის შესრულება დაიწყო
18.02.2010 11:04
"ექსპერტთა კლუბი"

თავიდანვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებდით, მაგრამ არსებულმა ვითარებამ, რომელიც ქვეყნისათვის საშიშ ფორმებს იძენს, გვაიძულა ამ პროცესებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა.

საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დასაბამიდან მუდამ საომარ რეჟიმში იმყოფებოდა. ხან გარეშე, ხან კიდევ შიდა მტრებს ებრძოდა, თუმცა საერთო მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ერთიანდებოდა და ერთიანი ძალით იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ზოგჯერ ეს ბრძოლა ათწლეულები გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ქვეყანა ერთიანი იყო და არსებული ურთიერთდაპირისპირებები თუ უთანხმოებები ყველას განზე ჰქონდა გადადებული.

დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, როდესაც ყველაზე დიდ მეზობელთან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ამ ორი ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს, რა თქმა უნდა წინა პლანზე წამოწეულია ამ ურთიერთობების და საკუთარი ტერიტიული პრობლემების მოგვარება. ეს საკითხები რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვის გარეშე არ მოგვარდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

პოლიტიკური ბრძოლის ამ ასპარეზზე, კრემლს არაერთი სცენარი აქვს დაწერილი. რუსი პოლიტექნოლოგები ძირითად გათვლებს რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებზე აკეთბდნენ, ვინაიდან ძნელად თუ წარმოედგინათ, რომ 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საქართველოში მოიძებნებოდა ისეთი ძალა, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდებოდა.

დასაწყისშივე გვინდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, განპირობებულია საქართველოს ურყევი ნებით, არ გადაუხვიოს დასავლური ფასეულობებისკენ და ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ აღებულ კურსს. ჩვენი აზრით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, რაც არ უნდა მწვავე ფორმები შეიძინონ, არავის არ უნდა გაუჩინოს მცირე ილუზიაც კი, რომ მოვა ვინმე და ყველაფერს დაგვილაგებს. საქართველო–რუსეთის ურთიერთობის 200 წლიანმა და განსაკუთრებით ბოლო 20 წლიანმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთი, საქართველოს მიმართ, სანამ თავის ტრადიციულ, იმპერიულ დამოკიდებულებას არ შეცვლის, მისი ნდობა არ შეიძლება და მით უმეტეს ჩვენ სასიკეთოდ არაფერს გააკეთებს. რაც შეეხება ჩვენს ლტოლვას დასავლეთის ღირებულებებისკენ, რუსეთმა ესეც თავის პოლიტიკას დააბრალოს, რადგანაც საქართველოს, განვითარების ვექტორის ამ მიმართულებით არჩევაში, თვითონ მან უბიძგა. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი მხოლოდ პიროვნულად ებრძვის სააკაშვილს, ხოლო საქართველოს არა, ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა და კარგად არ იცნობს რუსეთს, ან კიდევ, საკუთარი პოლიტიკური სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, მიზანმიმართულად შეყავს საზოგადოება შეცდომაში.

ვინაიდან საქართველოში შიდაპოლიტიკურ, შეურიგებელ დაპირისპირების ცენტრად ნოღაიდელი და მისი პარტია ჩამოყალიბდა, ჩვენ მისი განცხადებებიდან, რომლებშიც ჭარბად არის ობივატელზე გათვლილი ურთიერთგამომრიცხავი ფორმულირებები, შევეხებით მოკლე ამონარიდს მისი ერთ–ერთი "ღრმა ფილოსოფიური" ნააზრევიდან.

"პირველ რიგში რითი მინდა დავიწყო... განცხადებებით, რომლებსაც რუსეთის ოფიციალური პირები აკეთებენ, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას თუ რა განცხადებაა ეს და რა კონტექსტი აქვს მას. ეს არის გაფრთხილება. წაგართმევთ იმას, რაც დაგრჩათ. თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით დაგშლით და დაგიპყრობთ ძალიან მალე. იმიტომ რომ რუსეთი არასოდეს დაუშვებს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად გამორიცხული".

ამის შემდეგ, ნოღაიდელი ახმოვანებს ხელისუფლებაში მოსვლის სანუკვარ ოცნებას და არაფერს ამბობს იმაზე, რომ მისი და კრემლის პოზიციები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვნელობის შეცვლასთან დაკვშირებით, ამ შემთხვევაში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან "ავიწყდება", რომ რუსეთისთვის, საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიის ყველა ეტაპზე, მისაღები იყო მხოლოდ მისი მორჩილი და ნების გამტარებელი ვასალი.

"ჩვენ უნდა შევაფასოთ, გვაქვს კი ჩვენ იმის ძალა და უნარი, იმის შესაძლებლობა, რომ გავაერთიანოთ საქართველო, დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის წინააღმდეგ დღევანდელ ვითარებაში და დღევანდელ პირობებში? თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი წმინდათა წმინდა მიზანი. აი ამაზე გვინდა ვილაპარაკოთ ჩვენ და კიდევ ცხადია, რომ რუსეთი არ გადადგამს პოზიტიურ ნაბიჯებს დღეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ეს გამორიცხულია".

ჩვენს წინა პუბლიკაციაში დაწვრილებით აღვწერეთ თუ როგორ და რა მეთოდებით აპირებენ რუსეთის სპეცსამსახურები ამგვარი პოზიციის გამოყენებას. ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟების და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი პუტინთან, შეხვედრების ფართოდ რეკლამირებული კადრები, სწორედ ხსენებული მეთოდიკის საფუძველზე შემუშავებული, საქართველოს საბოლოოდ დამორჩილების "სრულმასშტაბიანი გეგმის" შემადგენელი ნაწილია. საქართველოს მოსახლეობაზე, კრემლისთვის სასურველი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად, მომავალში ალბათ ნოღაიდელის მედვედევთან შეხვედრას უნდა ველოდოთ. რაღა თქმა უნდა "Единая Россия"-სთან გაფორმებული შეთანხმება , რომელიც ერთი შეხედვით ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გაფორმებულ ჩვეულებრივი დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი ზემოთხსენებული გეგმის ერთ–ერთი სეგმენტია, რაშიც ადვილად დავრწმუნდებით, თუ მას სპეცსამახურებისთვის დამახასიათებელ აგენტურულ–ოპერატიული გეგმის ჭრილში განვიხილავთ. აქედან გამომდინარე ნოღაიდელის "ისტორიული დოკუმენტი" ასე იკითხება:

1. უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანგარიშების რეგულარული მოწოდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს აქტუალურ საკითხებზე. საერთაშორისო დონეზე, საქართველოს სახელით გატარდეს ამავე გეგმით შემუშვებული პოლიტიკა; პოლიტიკური პარტიის სტრუქტურა და მუშობის პრინციპები შეუსაბამდეს ჩვენი პარტიის ("Единая Россия") სტრუქტურასა და სამოქმედო პოლიტიკას; ჩვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით, დაიწყოს და შემდგომში გაძლიერდეს ახალგაზრდა კადრების მომზადება; ჩვენი პოლიტიკური მიზნების ფართო მასებში გავრცელების და მათზე ჩვენთვის სასურველი ზემოქმედების მიზნით, გაძლიერდეს საგამომცემლო საქმიანობა; ჩვენი პოლიტიკის გატარების და შემდგომი ლობირების მიზნით ღიად და ფარულად განხორციელდეს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში, საერთაშორისო ურთიერთობისა და ახალგაზრდულ, განსაკუთრებით სტუდენტურ სექტორში, თანამოაზრეების ჩანერგვა;

2. ინფრომაციის მოწოდების ლეგალიზების მიზნით, რეგულარულად განხორციელდეს პარტიული დელეგაციების რუსეთში ჩამოსვლა (საქართველოში "Единая Россия"-ს წარმომადგენლები ნაკლებად სავარაუდოა შემოუშვან - "ექსპერტთა კლუბი"); გარდა ამისა, ამ მიზნით გამოყენებული იქნას ექსპერტების დონეზე მოწყობილი კონფერენციები და სხვა ღონისძიებები;

3. პარტიათაშორის კავშირების განვითარების ეგიდით დაინერგოს და გატარდეს პარტიის რეგიონალური განყოფილებების წამომადგენელების რუსეთის რეგიონებში მივლინების პრაქტიკა. ამ მიზნით ადგილებზე შეირჩნენ შესაბამისი მონაცემების მქონე კადრები, რომლებიც ჩვენი მიზნების განხორციელებისათვის პერსპექტიულად იქნებიან მიჩნეული.

4. ჩვენთვის სასურველი კადრების შერჩევის მიზნით, საქართველოში განხორციელდეს საზოგადოებრივ წრეებსა და განსაკუთრებით ფართო საკითხების სპეციალისტებში, სხვადასხვა თემატური "მრგვალი მაგიდების", კონფერენციების, სემინარების მოწყობა. მათთან კონტაქტების დამყარებისა და შემდგომში გაღრმავების მიზნით, შერჩეული კონტიგენტისთვის უზრუნველყოფილი იქნეს რუსეთში, ან სასურველია სხვა, ჩვენთვის მისაღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანალოგიურ ღონიძიებებში მონაწილეობა.

5. კონსპირაციის ნორმების დაცვით, წარიმართოს საქმიანობა საქართველოში არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის კუთხით, რომლებიც ჩვენს მიერ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ანალოგიურ ორგანიზაციებთან კავშირში გაამყარებენ ჩვენს პოზიციებს.

ისე კაცმა რომ თქვას, რუსეთს, საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებში, რომ არ ეგულებოდეს დასაყრდენი ძალები, რომლებსაც შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველო საბჭოეთის ჭაობში დაბრუნებისკენ მიყავს, ძნელი წარმოსადგენია, შეძლებდა კი კრემლი საერთოდ იმის განხორციელებას, რაც მან საქართველოში 80-იანი წლებიდან მოყოლებული გააკეთა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე