RSS
რუსეთმა შესაძლოა აფხაზური "არმია" გააუქმოს
29.04.2010 11:28
გიორგი წიკლაური
"ექსპერტთა კლუბი"

სერგეი ბაღაფშმა მთელი აფხაზური "გენერალიტეტი" დაითხოვა. დათხოვილია მთელი მარიონეტული სამხედრო ხელმძღვანელობა - ხუთი გენერალი, პოლკოვნიკები და სხვა მაღალი წოდების ოფიცრები. "ექსპერტთა კლუბი"-ს ინფორმაციით, სოხუმი ამ ნაბიჯზე მოსკოვიდან ზეწოლის გამო იქნა იძულებული წასულიყო, ვინაიდან კრემლი უკმაყოფილო იყო შექმნილი ვითარებით აფხაზურ სამხედრო ფორმირებებში, რომლებსაც რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო პროვოკაციებში მთავარი, ხოლო საქართველოს მიმართ მორიგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაში დამხმარე ძალების როლი ენიჭებათ.

რუსეთში აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც კარგა ხანია მწიფდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითად მიზეზს ამ ფორმირებებში არსებული კორუფცია და მის ფონზე სამხედრო მომზადების დონის ამაღლებისათვის არასათანადო ყურადღება წარმოადგენდა. მაგრამ მთელი "სამხედრო ხელმძღვანელობის" ტოტალური დათხოვნის კატალიზატორად ბაღაფშის მიერ გენშტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის დათხოვნა გახდა.

სოხუმში ამ ფაქტის დამალვას შეეცადნენ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ზაიცევის დათხოვნის მიზეზი ისეთი სახის ინციდენტი გახდა, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის სინამდვილეში სავსებით შესაძლებელია სერიოზულად არც კი აღიქვა - ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური ღამით ზაიცევის მძღოლმა და გენშტაბის დაცვის რამოდენიმე წევრმა გაძარცვა. მაგრამ, როგორც იტყვიან, თუ სურვილია, ნებისმიერი მიზეზი მისაღებია. ერთი სიტყვით, ანატოლი ზაიცევს - კადრის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერს, კარგ პროფესიონალს, რომელიც აფხაზური "არმიის" ასე თუ ისე სამხედრო სტანდარტების გათვალისწინებით მწყობრში ჩაყენების მიზნით იყო მოსკოვიდან მოვლინებული - სოხუმში "არ სწყალობდნენ", ვინაიდან მას მაინც მოსკოველ "ზედამხედველად" აღიქვამდნენ.

ზაიცევის მცდელობები ბოლო მოეღო მის დაქვემდებარებულ სტრუქტურაში არსებულ "კლანურ" მოწყობასა და კორუფციას, უშედეგოდ, ე.წ. "თავდაცვის მინისტრს" მერაბ ქიშმარიასთან დაპირისპირებით დასრულდა - შეწყდა სამხედრო რეფორმების დაფინანსება. მაგრამ აფხაზეთის სინამდვილეში რომ "მოსკოვის კაცის" ასე ადვილად დათხოვნა არ შეიძლება, ამაში ბაღაფში სულ მალე დარწმუნდა.

ასეთ ვითარებაში, "დამოუკიდებელი" აფხაზეთი ერთი რუსი კადრის გენერლის ნაცვლად სრულად რუსი სამხედროებით დაკომპლექტებულ გენერალურ შტაბს მიიღებს. ზაიცევის დათხოვნაში რუსეთის ხელმძღვანელობამ აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობა დაინახა და აიძულა ბაღაფში გენშტაბის სრული "რეორგანიზაცია" განეხორციელებინა. ამასთან საინტერესო იქნება ახლო მომავალში იმ გვარების გაგება, ვისგან იქნება დაკომპლექტებული მარიონეტების უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა. არ არის გამორიცხული, რომ სრული კონტროლის დამყარების შემდეგ, მოსკოვი, მიიღებს გადაწყვეტილებას "დამოუკიდებელი" აფხაზეთის "შეიარაღებული ძალების" გაუქმების შესახებ, როგორც ეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაგალითზე ვნახეთ.

მოსკოვს ამგვარი ნაბიჯების გადადგმისთვის საკმაო მიზეზები გააჩნია. ერთის მხრივ, აფხაზი "ჯარისკაცები" სულ უფრო ხშირად შედიან შეიარაღებულ კონფლიქტში რუს "დამცველებთან". აფხაზეთში რუსი სამხედროების მხრიდან თვითნებობის, ბიზნეს-სფეროებზე ზეგავლენის გადანაწილების სურვილების ზრდასთან ერთად მათ მიმართ ადგილობრივების უკმაყოფილება მატულობს, რაც ნებისმიერ დროს მასშტაბურ დაპირისპირებაში ადვილად შესაძლებელია გადაიზარდოს. ეს კი აფხაზეთის მიმართ რუსეთის მიერ წლების მანძილზე ფორმირებადი პოლიტიკური მოდელის სრული კრახი იქნებოდა. მეორეს მხრივ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარ თავზე უკვე აიღო აფხაზური "არმიის" ფუნქციები - მაშ რისთვისაა საჭირო ფინანსების ხარჯვა არაკონტროლირებად სამხედრო შენაერთების შენახვისთვის, რომლებსაც რუსული პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესები გააჩნიათ?

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
პეტრიაშვილი – ქართული მხარე ტიშკევიჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა
19.06.2013 13:34
ოკუპარტების მიერ დაკავებული თემურ გიგაურის მშობლებმა დახმარებისთვის ზურაბ ჩხეიძეს მიმართეს
19.06.2013 13:10
ოკუპანტებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს
19.06.2013 11:06
ეუთო კონფლიქტისპირა რაიონებში არსებული მდგომარეობის გამო შეწუხებულია
18.06.2013 18:12
შსს-ში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
18.06.2013 10:58
შსს-მ დასავლეთ საქართველოში იარაღის სამალავებს მიაკვლია
17.06.2013 15:56
ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი იქ ჩატარებული კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური
17.06.2013 15:55
ოკუპანტებმა მოქალაქეების გადადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდეს
17.06.2013 11:56
ყველა სიახლე