RSS
დადგენილია რუსეთიდან გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმის კონტრაბანდის 18 ფაქტი
11.05.2010 11:08

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, მოყოლებული 1993 წლიდან დადგენილია რუსეთიდან გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმის კონტრაბანდის 18 ფაქტი.

ექსპერტების მიერ საქართველოში დაფიქსირებულია რუსეთის საჯარისო ფორმირებების მიერ თავიანთი ბაზირების ადგილებში რადიოაქტიური მასალების დატოვების 197 შემთხვევა.

ურანის პირველი პარტია კონტრაბანდისტებმა გამოიტანეს ოკუპირებული აფხაზეთიდან, როდესაც სოხუმის ფიზიკა–ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში მოიპარეს ორი კილოგრამი აღნიშნული ნივთიერება. საქართველოს სპეცსამსახურების მონაცემებით, ინსტიტუტის სამარხებში ინახებოდა 258–მდე სახეობის რადიოაქტიური ნივთიერებები გამდიდრებული ურანის ჩათვლით. სხვადასხვა წყაროები აღნიშნავდნენ, რომ მოგვიანებით კონტრაბანდისტები პოლონეთში დააკავეს. ის პირები, რომლებსაც კონტრაბანდული ურანი გადაჰქონდათ, რამოდენიმე წლის წინათ ბელორუსშიც დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინათ ქართულმა სპეცსამსახურებმა კონტრაბანდისტებისგან ამოიღეს გამდიდრებული ურანის კიდევ ერთი პარტია, რომელიც რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთის შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ გადაჰქონდათ .
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე