ოსმა სეპარატისტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მცხოვრები 18 წლის გოჩა ბერიანიძე გაიტაცეს.
გატაცებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბიჭი სოფელთან მდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად იყო წასული, სადაც ოსები დახვდნენ და ცხინვალში გაიტაცეს.
გოჩა ბერიანიძე ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მშობლების თქმით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და თუ დროულად არ გაათავისუფლებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ცნობით, გატაცებულის დასაბრუნებლად შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, სეპარატისტებთან და ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კიდევ ერთა გატაცების ფაქტი მოხდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. სოფელ საბერიოს ოთხი მცხოვრები დაატყვევეს რუსმა ოკუპანტებმა 13 მაისს. ნოდარ ბაძაღუა. მზია თორუა და ანჟელა მარღია 6 თვის ბავშვით დატყვევებულ იქნენ, როდესაც მიემართებოდნენ ზუგდიდის რაიონში.
დატყვევებულები თოთო ბავშვის ჩათვლის მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული ოკუპანტთა შტაბში. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ისინი დღეს გაანთავისუფლეს ფულის გადახდის სანაცვლოდ.
|