RSS
თბილისი რუსი ოკუპანტებისთვის სააგიტაციო ფურცლების დარიგების ფაქტს აზუსტებს
17.05.2010 15:09

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი ოკუპანტებისთვის სააგიტაციო ფურცლების დარიგების ფაქტს აზუსტებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები მოსალოდნელი საფრთხის ანალიზს გააკეთებენ.

“ქართული მხარე რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, ამიტომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსი ოკუპანტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი უწყებები მოსალოდნელი საფრთხის ანალიზს გააკეთებენ", _ განაცხადა ნინო კალანდაძემ.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, რუსი ოკუპანტების 58–ე არმიის სამხედროებს სააგიტაციო ფურცლები დაურიგეს. სააგიტაციო ფურცლებზე, რომლის სათაურია - "მეომარო, იცნობდე შენს მტერს", მოყვანილია მონაცემები საქართველოს არმიის ამჟამინდელი შემადგენლობის და შეიარაღების, საბრძოლო გამოცდილებისა და მომზადების გავლილი პროგრამების შესახებ.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი