RSS
კოკოითის მიერ ძებნილები ბრალს სდებენ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობაში
20.05.2010 09:46

,,ექსპერტთა კლუბი’’ ადრე დაწვრილებით იუწყებოდა ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხება მარიონეტული რეჟიმის მიერ ე.წ პრემიერ ბროვცევის რუსული გუნდის მიმართ წარმოებულ დევნაზე. შეგახსენებთ, რომ მისი გუნდიდან რამოდენიმე მათგანი ამჟამად პატიმრობის ქვეშ იმყოფება, ხოლო სამი მაღალი რანგის ხელმძღვანელი კი გამოძიებას თავს არიდებს, რადგან მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძებნაში არიან გამოცხადებული.

ეს სამეული ზუსტად ისინი აღმოჩნდნენ, რომლებმაც მოსკოვში საინფორმაციო–სააგენტო ,,Росбалт’’–ის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. უკმაყოფილოთა შორის იყვნენ სახელმწიფო უნიტარული საწარმოს დირექტორი, "სამხრეთ ოსეთის ეროვნული პრიორიტეტული პროექტების რეალიზების დირექტორი" ისმაილ კარიმოვი, "სამხრეთ ოსეთის საავტომობილო სამმართველოს ხელმძღვანელი“– სერგეი ოლეინიკი და ლუდსახარში საწარმო " ალუტონის" დირექტორი დიმიტრი ლაზარევი. ყველანი ბროვცევის გუნდიდან.
საინტერესოა , რომ სამივე ერთხმად ამტკიცებს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბროვცევის გუნდის წევრებს დევნის და მიზანდასახულად ცდილობს დაატოვებინონ მათ რეგიონი იმიტომ, რომ პრემიერმა და მისმა ქვეშევრდომებმა გადაუკეტეს მათ ის არხები, რომლებიდანაც ოკუპირებული რეგიონის აღორძინებისათვის მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს ჩინოვნიკები იპარავდნენ. ამის შესახებ ,, ექსპერტთა კლუბი’’ადრე მრავალგზის წერდა.

ბუნებრივია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს სამი პიროვნება თვითო სუფთანიი არიან, ვინაიდან მოპარვა მათთან ხომ მოდაშია, რა რუსეთში, რა ცხინვალში. იპარავს ყველა ვისაც რაიმე შეხება მაინც აქვს ფულთან. იპარავენ არა მარტო იმიტომ, რომ უფრო მეტი უნდათ, არამედ იმიტომაც, რომ უწევთ ზემდგომებისათვის ,,ფულის მოჭრა’’.

სამივე სპეციალისტი როცა მიდიოდა ცხინვალში, სულ სხვანაირ მიღებას ელოდა. ,,ჩვენ წავედით სამხრეთ ოსეთში, რომ მეგობარ ხალხს დავხმარებოდით მშვიდობიანი ცხოვრების აშენებაში. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი იქ ყოფნა ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის უკიდურესად არასასურველია. ჩვენ ღიად გვაიძულებენ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ტერიტორიის დატოვებას. ეს ყოველივე იმაზე მიასწავებს, რომ რუსებს მოუწევთ სამხრეთ ოსეთელების მეორეჯერ გადარჩენა, უკვე მშვიდობიან პერიოდში– ჩინოვნიკებისა და ძალოვნებისაგან’’– განაცხადეს მათ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი