RSS
ბაღაფშს ოპოზიციისათვის ეთერის დათმობის ეშინია
20.05.2010 17:47

აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფრონტის თავმჯდომარე რაულ ხაჯიმბას მიაჩნია, რომ არაფერი კრიმინალური არ იქნება იმაში, თუ აფხაზეთის პრობლემებზე "ეროვნულ ტელევიზიაში" ისაუბრებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

"ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პირდაპირ ეთერში უნდა ისაუბრონ პირისპირ ქვეყნის პრობლემებზე. თუ ეს გაკეთდება, იქნება პლუსი, მათ შორის ხელისუფლებისათვის და აღარ იქნება დაძაბულობა საზოგადოებაში", – აღნიშნა მან.

"სამწუხაროდ, ჯერ არ მიგვიღია ხელისუფლებისგან პასუხი ჩვენს წერილზე, რომელიც გავაგზავნეთ ამ თვის დასაწყისში და რომელიც ეხებოდა ეროვნულ ტელევიზიაში სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების დაშვების პრობლემებს. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტის სპიკერიც და პრემიერ–მინისტრიც დაინტერესებული არიან სახელმწიფო ტელევიზიის ირგვლივ სიტუაციის შეცვლით", – თქვა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ თხოვნით მიმართა მარიონეტულ რეჟიმს, რათა დაუშვან ისინი რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტელეეთერში, ასევე ოპოზიციურ ტელეარხებს მიეცეს საშუალება მაუწყებლობის გაფართოებისა, რათა თავისი მოსაზრებები გააცნონ ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი