ევროსაბჭოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კვლავ გაისმა განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს მეთვალყურეთა მისიის მანდატის გაფართოებას კავკასიაში. პარლამენტარებმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მიმართეს მოწოდებით – „სრული მოცულობით დაიცვან 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების პირობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ასევე – უზრუნველყონ რეგიონში მისიის თანამშრომლების უსაფრთხოება, თავისუფალი შესვლა და გადაადგილება“.
„დღეისათვის, როგორც ერთადერთი ფორუმი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს ჟენევის დისკუსია კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ კონფლიქტში ჩართული მხარეები, ხოლო გაერო, ევროსაბჭო და ეუთო ეწევიან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
|