RSS
ლევან კიკნაძე: ჟენევის ფორმატს ეფექტური შედეგი არ მოაქვს
24.05.2010 12:12

ოკუპირებულ რეგიონების მიმდებარე ქართული სოფლები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებთან ხშირად პოულობს ნაღმებს, ხელყუმბარებს, ხშირია ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემთხვევებიც, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით კი, რუსი ოკუპანტები ან სეპარატისტები ადგილობრივ მოსახლეებს აკავებენ.

ბოლო შემთხვევები ქარელის რაიონის სოფელ ტახტიძირში მოხდა, სადაც ბაღში დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო, სოფელ ჯრიაში კი ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი მოსახლე დააკავეს.

რა შედეგებმადე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა მსგავსმა ტერაქტებმა და პროვოკაციებმა? - ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ლევან კიკნაძეს ესაუბრა.

- ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რათა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავონ. ასე იყო ომამდეც და ომის შემდგომაც იგივე ხდება. ეს არის რუსეთის მიერ უკვე აპრობირებული მეთოდი.
რაც შეეხება ხალხის გატაცებას, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ დე-ფაქტო საზღვარი დააფიქსირონ, რომ ის კონკრეტული პერიმეტრი მათ მიერ კონტროლდება და იმის იქით უკვე სხვა „რესპუბლიკაა“. ასევე, ნერგავენ შიშსაც, რომ ამ ე.წ საზღვარს ვინც გადაკვეთს, დააკავებენ, არადა უმეტეს შემთხვევაში, როცა ოკუპანტებმა ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები დააკავეს, ეწ. საზღვრის გადაკვეთა არ მომხდარა. ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ისინი ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, რათა შემდეგ ეთქვათ, საზღვარი დაარღვიესო და ამით თავისი გეგმა განეხორციელებინათ. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა.

- ყოველთვის თომას ჰამერბერგი ხომ ვერ ჩაერევა გატაცებული ადამიანების გათავისუფლების საქმეში? თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის?
- სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად დღეს მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები გაგვაჩნია.კარგად გახსოვთ ალბათ, როცა გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები ცხინვალში არც კი შეუშვეს. ჟენევის მოლაპარაკებები ზუსტად ამ მიზეზით არის შექმნილი, რომ ასეთი ქმედებების აღსაკვეთად, პრევენციული ზომების მიღების გზები გამონახონ. მაგრამ, როგორც ხედავთ, არც ამას მოაქვს ეფექტური შედეგი.

- შესაძლებელია ასეთმა ინციდენტმა, მცირე ტერაქტებმა სიტუაციის იმდენად პროვოცირება მოახდინოს, რომ საქმე ისევ შეირაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეს?
- ჩვენ უკვე კარგი გაკვეთილი გავიარეთ, რა მოჰყვა ასეთი პროვოკაციების აყოლას 2008 წელს და როგორ ისარგებლა ამით რუსეთმა. მე ნაკლებად მგონია, რომ ჩვენ ასეთ პროვოკაციას წამოვეგოთ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე