RSS
მუჰაჯირთა ხსოვნის დღე რუსული ცინიზმის ფონზე
31.05.2010 14:49

დღეს აფხაზეთში აღნიშნავენ მუჰაჯირთა ხსოვნის დღეს. მუჰაჯირების სანაპიროზე სოხუმში გაიმართა ყვავილებით შემკობის ცერემონია იმ ადგილას, სადაც მუხაჯირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართება.

მე–19 საუკუნეში მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული კავკასიური მოსახლეობის წმენდის შედეგად ათასობით აფხაზი იქნა გაძევებული აფხაზეთის ტერიტორიიდან და მათ ნახეს ნავსაყუდელი თურქეთში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალნი ცხოვრობენ 50 ქვეყანაში. ყველაზე დიდი დიასპორა თურქეთშია.

რუსეთთან ჩასახუტებლად მისწრაფებულ აფხაზ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ იმ საშინელ დღეებში სწორედ ქართულმა მოსახლეობამ შეიკედლა ისინი, მისცა მათ საშუალება ჩაწერილიყვნენ ქართველებად, რითაც მუჰაჯირობას გადაარჩინეს ბევრი აფხაზური ოჯახი. „დიდ აფხაზურ–რუსულ მეგობრობის“ მქადაგებელთ არ სურთ გაიხსენონ დღეს ისტორიის ამ ფურცლების შესახებ, რადგანაც „არ არის მომგებიანი“, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავალთ ეს კარგად ახსოვთ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი არ მიისწრაფვიან თავიანთ სამშობლოში რუსეთის მხრიდან ახალი ანექსიის პირობებში.

რამდენად ცინიკურიც არ უნდა იყოს, რუსეთი სწორედ აფხაზური ხელებით ცდილობს ქართველების სამშობლოსგან დისტანცირებას, ხოლო გენოციდის დამვიწყებ აფხაზებს კი რუსიფიცირებას უპირებს. დამწუხრებით უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზების მეორე მუჰაჯირობა უკვე დაწყებულია, ნელ–ნელა ტოვებენ ისინი ამ ღვთისგან დალოცვილ მიწას უტოვებენ რა რუსეთს საჯიჯგნად.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი