,,ვითარება სამხრეთ ოსეთში სულ უფრო უარესდება”,- საუბარია მსოფლიოში ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ,,რუსეთის კონტროლის გაძლიერების გამო ადგილობრივი ეკონომიკურ და პოლიტიკური სისტემების მიმართ, აგრეთვე იმ ფულადი დახმარებისა, რომელიც კვებავდა ადგილობრივი ელიტის აულაგმავ მოთხოვნებს” გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.
იგივე ორგანიზაცია მიანიშნებს, რომ ყველა ადგილობრივი მედიასაშუალება ედუარდ კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლდება, ხოლო ადრე არსებული რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთიღა შემორჩა და ისიც ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელობის მიერ არის კონტროლირებადი.
თავის ანგარიშში Freedom House მიუთითებს, რომ ,,სამხრეთ ოსეთი” შევიდა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში, რომლებიც მჭიდროდ უახლოვდებიან დონეს ,,უარესი უარესთაგან”. ესე იგი, იქ საერთოდ არ არის დაცული პოლიტიკური უფლებები და თითქმის არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა თავისუფლებები, ადამიანებს უტოვებენ ,,ძალიან შეზღუდულ სივრცეს კერძო მსჯელობისათვის”, ,,მკაცრად ითრგუნება პოლიტიკური ოპოზიცია”, არსებობენ წინააღმდეგობანი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვისაც, ხელისუფლების კრიტიკისათვის მკაცრად იდევნებიან და დაწესებულია ცენზურა.
ამდენად, რუსული პროექტი ,,სამხრეთ ოსეთი”, ნახევარ ნაბიჯშია სამხრეთ კორეადან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ლივიიდან, სუდანიდან და სხვაანალოგიური სახელმწიფოებიდან, რომლებმაც შეადგინეს ,,უარესიდან უარესი” ქვეყნების სია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფ ტიბეტშია.
რაც შეეხება რუსეთს, მას არც გაუუმჯობესებია და არც გაუუარესებია თავისი მაჩვენებლები-რუსეთის ფედერაცია არის არათავისუფალი ქვეყნების რიგში, პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის 6 ქულიანი, ხოლო მოქალაქეთა თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის ხუთქულიანი შეფასებით. დემოკრატიზაციის იმავე დონეზე იმყოფებიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი. რუსეთი აგრეთვე შესადარებელია აგრეთვე რუანდასთან, კატართან და ომანთან. იგი აგებს ვენესუელასთან, რომელიც აღიარებულია ,,ნაწილობრივ თავისუფლად”.
|