აფხაზმა სეპარატისტებმა გუშინ, 6 ივნისს, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩაატარეს, ამ სოფლის მაცხოვრებლები დააკავეს და რამოდენიმე სახლი გადაწვეს.
აფხაზი სეპარატისტები 30-მდე მსუბუქი ავტომობილით სოფელ დიხაზურგაში შეიჭრნენ და თემურ კეკუა, არჩილ ჩხაპელია, რამაზ გოგოხია და გამგებელი გენო კიკალიშვილი დააკავეს. გარდა ამისა, გადამწვარია მამუკა ძიგუას, ომარ ძიგუასა და შოთა კეკუას საცხოვრებელი სახლები.
მოგეხსენებათ, რომ 1 და 4 ივნისს აფხაზეთში მოკლულ იქნენ ერთი "მებაჟე" და სოფელ რეფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, "აფხაზეთის გმირი" დიმიტრი კაცია, რომლის მკვლელობის მერე აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ჩაატარა საგანგებო თათბირი ძალოვან სტრუქტურებთან. ჩვენი აზრით, გუშინდელი სპეცოპერაცია უკავშირდება სწორედ ამ ფაქტებს და მიზნად ისახავს ამ მკვლელობების ქართულ მხარეზე გადაბრალებას.
|