RSS
ოკუპანტებმა აფხაზეთში 7 ქართველი დააკავეს
07.06.2010 11:24

რუსმა სამხედროებმა დააკავეს შვიდი მეთევზე გალის რაიონის სოფელ გაგიდაში. ოკუპანტებმა მათ წაართვეს ნავი და ბადე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გადაიყვანეს სოხუმის იზოლატორში.

დაკავებულთაგან ექვსი სოფელ გაგიდას მკვიდრია, კიდევ ერთი – სოფელ ოტობაიის მცხოვრები. რუსმა ოკუპანტებმა ჩაატარეს ჩხრეკა მათ სახლებში და რამოდენიმე მობილური ტელეფონი წაიღეს.

ქართველ მეთევზეებს ბრალს სდებენ თევზის უკანონო ჭერაში და მის გაყიდვაში ზუგდიდის რაიონში. ამ დროისთვის ისინი სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი