ახალგორში, იკოთის მონასტრის სიახლოვეს ოსებმა მონასტრის მსახურების მიერ აღმართული ჯვარი ამოთხარეს, - ამას ახალგორის მოსახლეობა იტყობინება. ეს ჯვარი ახლოს იყო იმ ტერიტორიასთან, სადაც რუსი ოკუპანტები სამხედრო აეროდრომის მშენებლობას გეგმავენ. მონასტრის მსახურებმა იქ ჯვარი დადგეს. ოსებმა მოითხოვეს, ჯვარი ამოეღოთ, ვინაიდან არ იყო სალოცავ ტერიტორიაზე, თუმცა მონასტრის მსახურებმა ამაზე თქვეს, - განაცხადეს ახალგორელებმა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამის შემდეგ ქართველი მსახურების მიერ აღმართული ჯვარი ოსებმა ტრაქტორით ამოაგდეს. რუსი ოკუპანტები სამხედრო აეროდრომის აშენებას ახალგორში, იკოთის მონასტრიდან დაახლოებით 300 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე აპირებენ.
|