აშშ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
გორდონის თქმით, ვაშინგტონს კვლავ აქვს უთანხმოება მოსკოვთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
„ჩვენ გამუდმებით ვაყენებთ რუსეთთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების საკითხს. საქართველოს სხვა ტერიტორიაზე სრული გამჭვირვალობაა და იგივეა აუცილებელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - აცხადებს ფილიპ გორდონი.
|