RSS
აშშ საქართველოს იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს არ დაუწესებს
30.06.2010 12:36

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადებით, “საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავდაცვის უფლება აქვს”. ამის შესახებ გორდონმა საქართველოს მიმართ იარაღის ემბარგოსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამერიკას საქართველოსთვის მსგავსი ემბარგო არ დაუწესებია. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავდაცვის უფლება აქვს“, - განაცხადა გორდონმა.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს და ქვეყანასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი