ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე დღეს მოსკოვში ჩადის ქართულ–რუსული ურთიერთობების და რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების განსახილველად.
მევლუტ ჩავუშოღლუს შეხვედრები ექნება ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელებთან, აგრეთვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრებთან.
ჩავუშოღლუს ვიზიტის ძირითადი ღონისძიებები ხვალ გაიმართება. ის განიხილავს საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესრულების საკითხს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას და მათი დამოუკიდებლობის ცნობის უკან გამოთხოვას. ამის გარდა, სტუმარი წამოწევს რუსეთში რეფორმების საკითხს და ესტუმრება მის ერთ–ერთ რეგიონს.
|