RSS
„ფრიდომ ჰაუსი»: საქართველო ავტორიტარული კი არა, ნახევრად ავტორიტარულიც არაა
30.06.2010 13:17

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის თანახმად, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს - 220 მილიონ ადამიანს - ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა და საქართველო, სადაც არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა.

„ფრიდომ ჰაუსის" კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის ქრისტოფერ უოკერის ცნობით, დემოკრატიის უკუსვლა განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში, ე.წ. „პუტინ-მედვედევის" ეპოქაში:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანგარიში განიხილავს იმას, რასაც პირობითად ვუწოდებთ „პუტინ-მედვედევის ეპოქას" და აშკარაა, რომ ეს არის პერიოდი, როცა ზიანი მიადგა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ“.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი