RSS
"თბილავიამშენი" თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა
01.07.2010 15:30

შპს „თბილავიამშენი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „თბილავიამშენის“ დირექტორმა პანტიკო თორდიამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა რევაზ ჭარბაძემ განაცხადეს. მათივე თქმით, შპს „თბილავიამშენის“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რაც სამხედრო-სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა რევაზ ჭარბაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში „თბილავიამშენის“ შესვლის ინიციატივა თავად „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობას ეკუთვნის.

„მათთან ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, რაც ძირითადად ტექნიკის სარემონტო მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. „თბილავიამშენის“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნა მთელ რიგ პროცედურებს გაამარტივებს“, _ განაცხადა რევაზ ჭარბაძემ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე