RSS
ოკუპირებულ ტერიტორიების მაცხოვრებლებს ნეიტრალურ სტატუსს სთავაზობენ
06.07.2010 11:32

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსული პასპორტების ნაცვლად „ნეიტრალური სტატუსის“ მქონე პირადობის მოწმობების აღებას სთავაზობს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით ეს მათ საშუალებას მისცემს აიღონ უცხოეთის ვიზები და ისარგებლონ ყველა საშუალებით.

„ჩვენ გვსურს შემოვიღოთ დროებითი დოკუმენტები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება მიეცეთ რუსული და აფხაზური პასპორტის გარდა მიიღონ საიდენტიფიკაციო საბუთი, რათა იმოგზაურონ ევროპასა და სხვა ქვეყნებში და მიიღონ შესაბამისი ვიზები“, განმარტავს ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიციატივის სახით სექტემბრიდან შევა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი