RSS
რუსეთმა ფულის გათეთრების კიდევ ერთ მეთოდს მიაგნო
06.07.2010 13:54

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიების ”გაზპრომისა” და ”რაო-ე-ესისთვის” ვალის გადახდის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „რესი“.

მარიონეტული ეკონომიკის სამინისტრო მოხმარებული გაზის საფასურის სახით - 36 534 463 რუბლს, ელექტროენერგიის დავალიანების სახით კი 19 714 860 რუბლს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ თვითონ ცხინვალის რეჟიმს არანაირი სახსრები არ გააჩნია დავალიანებების გადასახდელად. როგორც ოსური სააგენტოები იუწყებიან, ამის გამო ცხინვალი შესაძლოა დარჩეს ინტერნეტის გარეშეც კი. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ თანხებს უბრალოდ ჩამოაწერენ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს მისი მოსკოველი პატრონები.

ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ ცხინვალის რეჟიმზე დარიცხული დავალიანება ბევრად აღემატებოდეს რეალურ დავალიანებას და ამ გზით რუსეთის წარმომადგენლები საკუთარ ხარჯებს ათეთრებდნენ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი