RSS
დროა რუსეთმა თვითგვემას თავი დაანებოს
12.07.2010 10:45
გოჩა გვარამია
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობის ხელმძრვანელმა პუტინმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ თბილისში 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებას "ინტერნაციონალით" უპასუხა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყეს ქვეყნის №1 კაცისათვის "ბანის" მიცემა. ეტყობა რუს პოლიტიკოსებს არ სურდათ, რომ საკუთრი პოზიციები პუტინის გამოთქვამების ჩარჩოებს გასცილებოდა. როგროც იტყვიან, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსეს, თორემ ვინ იცის მომავლაში მათი "თავნებობა"ვის როგორ შეერგებოდა.

საერთოდ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელით პირველ ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. აქ კი, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება "კლინტონის სიტყვებზე პრეტენზიების გამომთქმელთა" სიაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

თუმცა განცვიფრებას იწვევს 2010 წლის 5 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თვით რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული კომენტარის ტექსტი, რომელშიც საერთაშორისო სამართალზე აპელირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ სამართლის უცოდინრობისა და შესაბამისად, მისი სრული იგნორირების ლუსტრირება მოახდინა.

დავიწყოთ პირველი აბაზაციდან - "საერთაშორისო სამართლში ოკუპაცია ორი სახელმწიფოს ერთმანეთის მიმართ ომის პირობებში ყოფნის დროს ერთი სახელმწიფოს ჯარების მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით არსებობას ეწოდება. ამასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ახორციელებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დასაწყისისათვის უნდა ავღნიშნოთ, რომ საერთაშორისო სამართალში ოკუპაცია სწორედ ასეა ახსნილი, როგორც ეს რუსეთის საგარეო უწყების გაცხადებაშია აღწერილი. მაგრამ მოდით შევაფასოთ რეალური სიტუაცია.

ამისათვის გარკვეული კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა მოგვიწევს. მაშ ასე:

- არის თუ არა რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში?
- საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მიმართ საომარ მდგომარეობაში ნამდვილად იმყოფებიან, მხოლოდ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როგორც ამას დღეს ამტკიცებენ, არამედ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაყისიდან. ამის დასამტიკიცებლად საკმარისა ვთქვათ, რომ იმ პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ წარმოებულ საომარ მოქმედებებში სეპარატისტთა მხარეს აქტიურ მონაწილეობას უშუალოდ იღებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვადსხვა სახეობების ჯარების შენაერთები, მათ შორის სადესანტო-მოიერიშე ნაწილები.

- ომის მდგომარეობის რა სახის ფაზები არსებობს?
- როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ საომარ მდგომარეობაში იმყოფება, არსებობს ამ მდგომარეობის ორი ფაზა - აქტიური, როდესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები; და არა აქტიური, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყვეტილია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დღეს არსებული სიტუაცია სწორედ მეორე ფაზას ითვალისწინებს.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველთვის ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ახორციელებს ხელისუფლებას?
- მეორე კითვაზე გაცემული პასუხიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელისუფლებას ყოველთვის ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ახოხციელებდეს. ამ შემთხვევაში საკმარისია ხელისუფლების სათავეში საკუთარი მარიონეტები დასვა. მოდით პარალელები გავავლოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც არ იყვენენ ფრონტის წინა ხაზზე და სიღრმეში იყვნენ განთავსებული, ჰიტლერის სამხედრო ხელმძღვანელობა დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული მართვისათვის კადრებს ადგილობრივი მოსახლეობიდან მესამე რეიხისადმი ლოილურად განწყობილი კონტიგენტიდან ირჩევდა. ადგილობრივი "პოლიცაი"-ებისათვის კადრები იგივე კონტიგენტიდან ირჩეოდა, ხოლო უშუალოდ "არიელები" მათი საქმიანობის კონტროლსა და კოორდინაციას ახორციელებდნენ. ამასთან იკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებდნენ. ნაცისტები ადგილობრივ მმართველობას უშუალოდ ფრონტისპირა რაიონებში ახორციელებდნენ. ზუსტად იგივე პოლიტიკას ატარებდა საბჭოთა იმპერიაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც "კაპიტალისტური ტირანიისაგან ათავისუფლებდა". რა ვითარება გვაქვს დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - პრაქტიკულად ყველაფერი ინდენტურია და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სიტუაციისაგან არაფრით განსხვავდება. ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში ადგილობრივ რეჟიმებს ნომინალურად კრემლის მარიონეტები მართავენ, ხოლო დაპირისპირების გამყოფი ხაზის პერიმეტრტის მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებულ პუნქტებს უშუალოდ რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ხელისუფლებას რომელი ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემით პრაქტიკულად წინა კითხვაზე პასუხს ვავსებთ. დღეისათვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეჟიმების სრულ შემადგენლობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთა "დასაცავადაც" რუსეთის ჯერები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. მაგრამ ისმის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი კითხვა - როგორ და საერთაშორისო სამართლის რომელი ნორმების საფუძველზე გაჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები?! (იგულისხმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ანკლავები, რომელთაც ჯერ კიდევ მაშინ თვითონ რუსეთი მიიჩნევდა საქართველოს განუყოფელ ნაწილებად). პასუხი მარტივია - სეპარატისტული ანკლავების ოკუპაციისა და შემდგომში მათი რუსეთისათვის მიერთების მიზნით, რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით 2008 წლამდე გაცილებით ადრე ახორციელებდა ადგილობრივი მოსახლეობის პასპორტიზაციას.

მოდით წინ წავიწიოთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის კომენტარში ასევე იუწყება, რომ თითქოს "საქართველოს ტერიტორიაზე არცერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება. რეგიონში არის რუსული სამხედრო კონტიგენტი, მაგრამ ისინი იმყოფებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გამოეყვნენ საქართველოს. ამასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული მოცულობით ფუნქციონირებენ დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები, აქტიურად მუშაობენ პოლიტიკური პარტიები".

რუსეთის საგარეო უწყების "შედევრის" განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ.

- აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წარმოადგენენ თუ არა საქართველოს ტერიტორიებს და იმყოფებიან თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები?
- თუნდაც ოდნავ განათლებული ადამიანი ამ კითხვის ორივე ნაწილზე პასუხის გაცემისას საკმაოდ დამაჯერებლად იტყვის - დიახ! იგივე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომლითაც ასე დაბეჯითებით აპელირებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები საქართველოს განუყოფელ ნაწილებად ითვლება, და სხვა რაიმე სახის ფორმულირება საერთაშორისო სამართალში არ არსებობს. იგივე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სანამ თვითონ საქართველო არ აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მანამდე ისინი საქართველოს განუყოფელ ნაწილებად რჩებიან. აქედან კი კითხვის მეორე ნაწილზე პასუხიც გამომდინარებს - რუსეთის შეიარაღებული ძალები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ამ ტერიტორიის იმ ნაწილებში, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რეგიონი ჰქვია.

- როდის გამოეყო ფაქტიურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დანარჩენ საქართველოს და "სააკაშვილის რეჟიმის" მხრიდან ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი "აგრესიას"?
- მხოლოდ გაუნათლებელმა ადამიანმა შეიძლება სთქვას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გამოეყვნენ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ამ ტერიტორიებიდან იძულებით გამოასახლეს და გამოდევნეს ადგილობრივი მოსახლეობის ორი მესამედი, რომელთა შორის 80% ეთნიკური ქართველი იყო. ხოლო აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარებით (ამ საკითხს ქვევით დავუბრუნდებით), "მოსახლეობის უმრავლესობის" მოთხოვნით თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. რაც შეეხება "სააკაშვილის რეჟიმის" მხირიდან განხორციელებულ "აგრესიას", აქაც რუსეთის საგარეო უწყება, რბილად რომ ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ თვითონ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს სცნობდა როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილებად, მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, მაშინ როგორ შეიძლება ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე აგრესორი იყოს?! იგივე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აგრესორი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყანა. თუ ვისაუბრებთ საომარ მოქმედებებზე, აქაც ყველაფერი ისე როდია, როგროც ამას დღემდე რუსეთი წარმოაჩენს. ამ თემაზე იმდენი დაწერილა და ითქვა, რომ თუ თავიდან დავიწყეთ ყველაფრის ციტირება, თუნდათ თეზისების სახით, ერთი კვირაც კი საკმარისი არ იქნება ამ მასალების დასამუშვებლად. ვიტყვით ერთ რამეს - თუ მართლა საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, მაშინ ორი კვირით ადრე იძულების წესით ავტობუსებით რატომ გაყავდათ მასიურად ადგილობრივი მოსახლეობა კოკოითის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ ოსეთში, მაშინ, როდესაც ქართული მხარე საერთოდ არ გეგმავდა მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში გაყვანას და ცხინვალის რეგიონის მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სხვადასხვა სახის გასართობ პროგრამებს ატარებდა? საომარი მოქმედებების დაწყებამდე კონფლიქტის ზონაში რატომ იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების ისეთი შენაერთები, რომლებიც არ იყვნენ გათვალისწინებული სამშვიდო მანდატით? ორი დღით ადრე ცხინვალის რეგიონში რატომ იმყოფებოდნენ რუსეთის ყველა ძირითადი მედია საშუალებების, განსაკუთრებით წამყვანი ტელეარხების მიერ მივლინებული სამხედრო ჟურნალისტები, რომლებსაც უკვე წინასწარ ჰქონდათ გამზადებული სიუჟეტები "ქართველების ბარბაროსობაზე"? თუ ყველა ვიდეოჩანაწერზე თვალნათლივ ჩანს, რომ როდესაც საქართველოს შშს-ს წარმომადგენლები შევიდნენ თითქმის დაცარიელებულ ცხინვალში, ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობას მხოლოდ შუშები ჰქონდა ჩმასხვრეული და დანარჩენი შენობები ხელუხლებელი, ხოლო როდესაც მათ ბრძოლებით მოუწია ქალაქის დატოვება, ამის შემდეგ უკვე ქალაქი თითქმის განადგურებული იყო, ვინ დაანგრია მაშინ ცხინვალი და ვინ დაბომბა ქალაქი "გრადებიდან"? გამოდის რომ ქართველები საკუთარ თავს ბომბავდნენ?! როგორ ჰგავს ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის ერთ-ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის მიერ ნათქვამ სიტყვებს, როდესაც იგი ამტკიცებდა, რომ თურმე ქართველები საკუთარ თვითმფრინავებს რუსეთის ამოსაცნობი ნიშნებით ღებავდნენ და თვითონვე ბომბავდნენ სოხუმს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თუ რუსეთის ჯარები ცხინვალის რეგიონში "სააკაშვილის რეჟიმის" მიერ განხორციცელებული "აგრესიისაგან" საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნის საბაბით შევიდნენ, მაშინ საინტერესოა, რა საბაბით შევიდნენ ისინი სამეგრელო-ზემო სავანეთის რეგიონსა და ზემო აფხაზეთში, როდესაც ამ მიმართულებაზე ქართულ მხარეს არანაირი სამხედრო მანევრიც კი არ განუხორციელებია?! მაშ ვინ არის აგრესორი?!

- რას ნიშნავს დემოკრატიული გზით ფორმირებული "საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება"?
- აქ უკვე საერთოდ კაზუსთან გვაქვს საქმე. თურმე საქართველოში "სააკაშვილის რეჟიმია", ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე "დემოკრატიული გზით ფორმირებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება" ფუნქციონირებს. სად არის აქ საერთოდ საერთაშორისო სამართლის მცნება?! უპრიანი იქნებოდა, რომ რუსეთის საგარეო უწყვებისათვის შეგვეხსენებინა - სახელმწიფოს სამთავრობო სტრუქტურების დემოკრატიული გზით ფორმირება გულისხმობს ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მონაწილეობის მიღებას. თუ რუსეთი გაუთვითცნობიერებლობის გამო, რაც ნაკლებად შესაძლებელია, სეპარატისტულ ანკლავებში, ამჯერად კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ "დემოკრატიულად ფორმირების" პროცესში სხვადასხვა დროს ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებს გულისხმობს, კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველაფერი ეს უკანონოა, რაც ყოველთვის ფიქსირდებოდა ყველა საერთშორისო ორგანიზაციის მიერ და მსოფლიო საზოგადოების მიერ არცერთხელ არ ყოფილა კანონიერად ცნობილი. ასე, რომ "საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების" ფორმირების რომელ დემოკრატიულ გზებზეა საუბარი?

ყოველივე ზემოხსენებული სასაცილოდ ხდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის ბოლო აბზაცს, სადაც ნათქვამია, რომ თურმე "ორი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტი და ბაზები საერთშორისო ნორმების შესაბამისად სახელმწიფოთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე არიან განთავსებული". სრული აბსურდულობის გამო მისი განხილვაც კი ზედმეტია. საერთოდ დროა რუსეთმა თვითგვემას თავი დაანებოს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე