რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის რაიონში შესვლა შეზღუდეს. ამჟამად ისინი თავისი ბლოკ საგუშაგოების გავლით ატარებენ იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ ცხინვალის ნოტარიუსის მიერ რუსულ ენაზე დამოწმებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ადრე თუ საკმარისი იყო ნებისმიერი ნოტარიუსის მიერ დამოწმება, ახლა ახალგორელებს ახალი მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტებისათვის უკვე ცხინვალში ჩასვლა უწევთ.
ჯერ არ არის ცნობილი ეს გადაწყვეტილება დროებითია თუ რამე კონკრეტულ შემთხვევასთან არის დაკავშირებული. მარიონეტული ადმინისტრაცია ამის თაობაზე არავითარ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, რუსმა ოკუპანტებმა ეს რეჟიმი აამოქმედეს ცხინვალის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად.
|