დღეიდან მოდერნიზებული ახალი სარკინიგზო შემადგენლობა ივლის თბილისი–ნიქოზის მარშრუტით.
მატარებლის პრეზენტაცია მოხდა გორის რკინიგზის სადგურზე სახელმწიფო ჩინოსნებისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ეს რეისი დაეხმარება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს უფრო ჩქარა გადაადგილდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს დედაქალაქს შორის.
|