RSS
აფხაზეთში ნაღმზე 5 აფხაზი "მებაჟე" აფეთქდა
22.07.2010 13:01

გალის რაიონის დაბალ ზონაში ავტომობილის აფეთქების შედეგად რამდენიმე აფხაზი მილიციელი მძიმედ დაშავდა. ნაბაკევი-ოტობაიას საზღვარზე ძლიერი აფეთქება გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილ “უაზის” აფეთქება, რომელშიც აფხაზი მილიციელები იმყოფებოდნენ, რუს ოკუპანტებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

“შემთხვევა ხურჩის გადმოსასვლელთან ახლოს მოხდა. ეს საკმაოდ სარფიანი გადმოსასვლელია და მის გაკონტროლებაზე რუს ოკუპანტებსა და აფხაზ მილიციელებს მუდმივად დავა აქვთ. დღევანდელი აფეთქებაც სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდება”, - აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში. ამ დროისთვის უცნობია, ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ გზის სავალ ნაწილზე. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი