RSS
ბაღაფში ვენესუელაში ჩავიდა
22.07.2010 13:33

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში ნიკარაგუას შემდეგ ვენესუელას ეწვია.
რუსული მედიის ცნობით, ბაღაფშს თან ახლავს მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია.

როგორც სოხუმის ე.წ მთავრობის პრესსამსახური იუწყება, ვენესუელამდე ბაღაფშმა ნიკარაგუაში შეხვედრები გამართა ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ ორტეგასთან და აფხაზეთის აღიარებისთვის მას და ნიკარაგუელებს მადლობა გადაუხადა.

დანიელ ორტეგამ კი, თავის მხრივ, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა აფხაზეთის აღიარებისკენ.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი