რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, გაერო კი საქართველოს დასახმარებლად ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.
ბრუკინგსის ინსტიტუტში გუშინ პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით „პრევენციული დიპლომატიის განახლებული მისია მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობის მისაღწევად.“
ამერიკის ხმის ქართული რედაქცია პრეზენტაციის შემდეგ ერთ-ერთ მომხსენებელს, პროფესორ პოლ სტეარსს გაესაუბრა. ბატონი სტეარსი ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორია. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა მექანიზმები გააჩნია გაეროს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით, პროფესორმა სატეარსმა ბრძანა: „თუ არ არის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რაიმე საკითხის გადასაჭრელად გაერო ვერაფერს გააკეთებს. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭოს ერთი წევრი საქართველოს კონფლიქტებში გაეროს ჩარევის წინააღმდეგია. რუსეთის მხრიდან პოზიციის შეცვლის გარეშე შეუძლებელი იქნება გაეროს მიერ რაიმე ფორმით საქართველოს კონფლიქტების გადაჭრაში მონაწილეობა.“
ხოლო იმაზე თუ რეალურად რისი გაკეთება შეუძლია გაროს საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის დასახმარებლად, ბატონმა სტეარსმა აღნიშნა: „გაეროს შეუძლია იყოს მექანიზმი იმისვის, რომ სახელმწიფოებს შეახსენოს, რომ მათ სხვა ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეუძლიათ.“
|