გროზნოში ადგილობრივი პროკურატურის შენობასთან რამოდენიმე საათის განცხვავევებით ორი აფეთქება მოხდა. უკვე დადგენილია, რომ გვიან ღამით მომხდარი აფეთქება ხელყუბარით იქნა გამოწვეული, რომელიც უცნობი პირების მიერ ავტომანქანიდან პროკურატურის შესასვლელთან იქნა მიგდებული.
მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მეორე დღეს–როდესაც შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა წინა ღამით მომხდარი აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბომბა დამალული იყო ხის ქვეშ. დაზარალებულების შესახებ არ იტყობინენბიან.
|